ამ სეზონში უკვე მესამედ მოხდა, რომ 10-კაციანმა გორის “დილამ” თამაშის სცენარის შემობრუნება მოახერხა. თელავში, ადგილობრივ გუნდთან ბოლო წუთზე გადარჩენილი ქულის (1:1) და მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისთან”, თანაც სტუმრად დამატებით დროში, (2:1) გამარჯვების შემდეგ, გიორგი ნემსაძის კაცნაკლულმა გუნდმა ქულა ამჯერად ექს-ჩემპიონ “საბურთალოს” აართვა. ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 2 აგვისტოს გამართულ მატჩში მოხდა, სადაც თბილისურმა და […]