სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპმა ქალთა ფეხბურთში, სადაც საქართველოს წელს “ლანჩხუთი” წარმოადგენს. ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონი პირველ რაუნდში ყაზახურ “ოკჟეტპესს” დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შიმკენტში გამართული შეხვედრის მე-5 წუთზე ყაზახები დაწინაურდნენ, გოლი ბიბიგულ ნურუშევმა გაიტანა. “ლანჩხუთმა” ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე, ხატია ჭყონიას გოლით მოახერხა, რის შემდეგაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 105-ე წუთზე ჭყონიამ […]