ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი თავის გუნდში შენარჩუნებით ბედნიერია. “ჩვენი ყველა სატრანსფერო საქმიანობა ექვემდებარება ლოგიკას. იგი მრავალჯერ არის გაწერილი, გააზრებული და განხილული. ეს საქმიანობა არის როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი. გრძელვადიანი პერსპექტივიდან: გვესმოდა, რომ გვჭირდება ფეხბურთელის შეძენა იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა დაგვტოვებდა. […]