24 თებერვალი თენდებოდა. მოულოდნელად, უკრაინამ გაიღვიძა და თავზარდამცემი ამბავი შეიტყო: ომი დაიწყო. რუსული ჯარი უკვე ტრადიციად ქცეულ, მორიგ დამპყრობლურ და სისხლიან სვლას ახორციელებდა. გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებისთანავე, სახლი 100,000-ზე მეტმა უკრაინელმა დატოვა. ათასობით მათგანი კი სხვა ქვეყანაში გადავიდა. უკრაინელების ნაწილი სხვაგვარად მოიქცა. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ცნობილმა მოკრივეებმა, ოლეკსანდრ უსიკმა და ვასილი ლომაჩენკომ, რინგიდან ბრძოლის ველზე […]