მათემატიკოსობიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე – მოყვარული ველოსიპედისტი, რომლის ოცნებაც რეალობად იქცა
ახლა ჩვენ უჩვეულო ისტორიის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც უფრო მეტად ჰოლივუდის 1980 ან 90-იანი წლების კინოსურათს მოგაგონებთ, ან სულაც რობერტ ზემეკისის საკულტო ნამუშევართან და ტომ ჰენქსის შექმნილ სახესთან “ფორესტ გამპიდან” გაგიჩენთ ასოციაციას, თუმცა უნდა დაიჯეროთ, რომ ეს რეალური ამბავია, თანაც ის ჩვენს თვალწინ, 2021 წელს მოხდა და ამის მომსწრე სპორტის მილიონობით გულშემატკივარი გახდა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების […]
პოსტსაბჭოთა სივრცე: რომელი ქვეყანა რა თანხას უხდის ოლიმპიურ ჩემპიონებს?
ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხას მიიღებენ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების შემთხვევაში. საინტერესოა, რომ საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ. როგორც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლება ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს 1 მილიონ ლარს გადაუხდიდა, რაც 320 000 დოლარს უდრის. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების […]
“ეს ოლიმპიადა მე მეკუთვნოდა, კარიერაში სულ უსამართლობა მქონდა” – სანდრო ბაზაძე ტოკიოში მარცხს ეხმაურება
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნახევარფინალში მტკივნეული მარცხის შემდეგ, ქართველმა მოფარიკავემ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის მსგავსად, მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო…. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის!!! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ!!!!! მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ…. სულ […]
დანი ალვეშის მუსიკალური დუეტი ბრაზილიის ქალთა ნაკრების მწვრთნელთან ერთად (ვიდეო)
ოფიციალურად: 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა ცნობილია
სულ ახლახანს გაირკვა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის ვინაობა. რიგით 35-ე ოლიმპიური თამაშები ავსტრალიაში, კერძოდ კი ბრისბენში ჩატარდება. წინასწარი ინფორმაციით, ბრისბენის ოლიმპიური თამაშები 2032 წლის 23 ივლისს აიღებს სტარტს და 8 აგვისტოს დასრულდება. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რიგით XXXV ოლიმპიური თამაშები ავსტრალიაში ჩატარებულიყო. ავსტრალიის გარდა, ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძოდნენ შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, ყატარი, […]
მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა ოლიმპიადაზე ითამაშოს – ლივერპული და ეგვიპტის ნაკრები მოლაპარაკებებს ასრულებენ
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სპორტული სამყარო ამჟამად ევროპის გარშემო და უძველესი კონტინენტის ჩემპიონატის გარშემოა გაერთიანებული, უახლოეს პერიოდში პლანეტას კიდევ ერთი დიდი სპორტული ფორუმი – ოლიმპიადა ელის. ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ბევრი ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელიც მიიღებს, მათ შორის ერთ-ერთი კი შესაძლოა მოჰამედ სალაჰი იყოს. საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე ეგვიპტის ნაკრები იქნება, რომელიც საკმაოდ რთულ ჯგუფში […]
დონალდ ტრამპი: “ცარიელ ტრიბუნებს გადადება სჯობს”
კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადაებისკენ მოუწოდა. “ჩემთვის წარმოუდგენელია ოლიმპიადის ხალხის გარეშე ყურება. თუ ეს შესაძლებელია, გადადება უკეთესი გამოსავალი იქნება, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების ხილვა. ჯობს თამაშები მომავალი წლისთვის ჩაატაროთ”,-განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. COVID19 თავდაპირველად 2019 წლის მიწურულს ჩინეთში გაჩნდა და მალე მსოფლიოს მოედო. ბოლო […]
“ოცნების გუნდის” ვეტერანი ოქროს მედალს ყიდის და უსახლკაროებს ეხმარება
წარმატებული სპორტსმენების უმეტესობა ოლიმპიურ ოქროს მედალს ალბათ ვერასდროს შეელევა, თუმცა ასე არ ფიქრობს 1992 წლის ამერიკის საკალათბურთო ნაკრების წევრი ჩარლზ ბარკლი. “ოცნების გუნდის” ერთ-ერთი ვარსკვლავი საკუთარი მშობლიურ ალაბამას შტატის ქალაქ ლიდსში უსახლკაროთათავის საცხოვრებლის აშენების მიზნით, ოლიმპიური თამაშების უმაღლეს ჯილდოსა და NBA-ს MVP-ის ტიტულის აუქციონზე გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ ვეტერანმა კალათბურთელმა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში […]