საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ კარიერას ,,მილანში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,როსონერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. იტალიური პრესის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა ,,მილანთან” 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფრანგი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჟირუს ბოლო გუნდი ლონდონის ,,ჩელსი” იყო, სადაც ფორვარდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. Official Statement: @_OlivierGiroud_ ➡ https://t.co/yIFnb4fswv Comunicato Ufficiale: Olivier Giroud […]