“ჩელსის” ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ ევროპა ლიგის ფინალში “არსენალს” გაუტანა. ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლის ემოციებზე ისაუბრა. “არსენალმა” მომცა შესაძლებლობა, რომ ამეხდინა ოცნება და პრემიერლიგაში მეთამაშა. მათ კარში გოლს ვერ ავღნიშნავდი, მაგრამ ტიტულის მოგებამ ძალიან გამახარა. მე ნამდვილი “ლურჯი” ვარ,” – თქვა ჟირუმ.