მბაპე: “თუ სამართალი არსებობს, ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ…”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟ”-ს 24 წლის ვარსკვლავმა – კილიან მბაპემ, ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე იგი ოქროს ბურთს იმსახურებს. კილიან მბაპეს სჯერა, რომ ის 2023 წელს ოქროს ბურთის ღირსეული მფლობელი გახდება, მას შემდეგ რაც კლუბთან და ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი დასამახსოვრებელი წელი გაატარა. “პსჟ”-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი […]
Sky: “ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულშია”
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია Skybet-ის მიხედვით 2023 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში იმყოფება. Sky-ის მიერ დაჯამებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი 48%-იანი შანსით ლეო მესია, ხოლო მეორე ადგილზე 40%-იანი მაჩვენებლით “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია. ათეულში მყოფ კიდევ 8 ფეხბურთელს 2 და 1%-იანი მაჩვენებლები აქვთ. ხვიჩა […]
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში დაწინაურდა
ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მე-6 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი პოზიციით დაწინაურდა. აქამდე “კვარადონა” მე-7 ადგილზე იმყოფებოდა და ისეთ მოთამაშეებს უსწრებდა, როგორებიც არიან ვიქტორ ოსიმენი, კაზემირო და ჯამალ მუსიალა. ხვიჩა კვარაცხელია ბოლო რეიტინგი: მე-7 ადგილი 2022-2023 წლების სეზონი: 16 გოლი და 17 ასისტი ჩემპიონთა ლიგის […]
პელეს რეაქცია, როცა პირველად ოქროს ბურთს შეეხო | VIDEO
Goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში შეიყვანა
2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ახლახან შევიტყვეთ, თუმცა Goal.com-ში უკვე მომდენო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ფიქრობენ. სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი საფეხბურთო გამოცემა, ოქროს ბურთის სავარაუდო პრეტენდენტებს აქვეყნებს და პერიოდულ განახლებებს აკეთებს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, Goal.com-ის სიაში ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. სეზონი ახალი დაწყებულია, შესაბამისად ჯერ ოქროს ბურთის პრეტენდენტზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეროვნული ჩემპიონატები უკვე გახურებულია, ჩემპიონთა […]
ხორხე სამპაოლი: “ოქროს ბურთს ყოველ წელს მესი უნდა იგებდეს…”
“სევილიას” მოქმედმა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა – ხორხე სამპაოლიმ, ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ბენზემას ვულოცავ ნანატრი ოქროს ბურთის მოგებას, მან ეს ამ სეზონში ნამდვილად დაიმსახურა. თუმცა ბევრად სამართლიანი იქნებოდა, რომ ყოველ წელს ოქროს ბურთს მესი იგებდეს, რადგან იგი უკვე ძალიან ბევრი წელია ყოველწამიერად ამტკიცებს, რომ ყველას მინიმუმ 3-4-ჯერ აღემატება“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, […]
ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ ტიბო კურტუა უკმაყოფილო დარჩა
პარიზში გამართული “ოქროს ბურთის” დაჯილდოების შემდეგ, ტიბო კურტუამ უკმაყოფილება არ დამალა. ბელგიელი კარის დარაჯი გასულ სეზონში “რეალის” ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. მან კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. გუშინდელი “ოქროს ბურთის” დაჯილდოების გამარჯვებული, რომელიც რიგით 66-ე იყო, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა ყველაზე […]
რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ოქროს ბურთის მოგებაში დახმარებას სთხოვდა
გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სერხიო რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ოქროს ბურთის მოგებაში დახმარებას სთხოვს. როგორც ესპანელი მცველი ჩანაწერში ამბობს, მან დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ “რეალს” 2020 წელს ლა ლიგა მოეგო. ყველას გვახსოვს, რომ მარტში ყველანაირი სპორტული ღონისძიება დროებით შეჩერდა, კორონა ვირუსის გამო. მას შემდეგ, რაც ლა ლიგა დაბრუნდა, 2020 წლის ივნისში, მადრიდელებს 10 […]
ოქროს ბურთის დაჯილდოვების კრიტერიუმები იცვლება
11 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი რადიკალური ცვლილებების ფონზე წარიმართება. წყაროს მტკიცებით, იცვლება კრიტერიუმები, რომლითაც ოქროს ბურთისათვის მებრძოლი ვარსკვლავები შეფასდებიან. ვარსკვლავები გამოვლინდებიან სეზონში დაფიქსირებული შედეგის მიხედვით და არა კალენდარული წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგით. დაჯილდოვებისას გათვალისწინებული იქნება ფეხბურთელის ინდივიდუალური პერფორმანსი, გუნდური ასპარეზობა, ფეხბურთელის სათამაშო დონე. დისციპლინა და ფეირ პლეი ასევე ერთ-ერთი […]
მესი ლევანდოვსკიზე | 2020 წელს ოქროს ბურთი შენ დაიმსახურე
2021 წლის ოქროს ბურთის ჯილდოს მოგების შემდეგ, ლეო მესიმ მთავარი კონკურენტის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა აღნიშნა, რომ მთავარი ინდივიდუალური პრიზი გასულ წელს სწორედ პოლონელმა თავდამსხმელმა დაიმსახურა. “მინდა აღვნიშნო, რომ რობერტთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვფიქრობ, France Football-მა კუთვნილი ოქროს ბურთი 2020 უნდა გადმოგცეს, რადგან შენ ეს დაიმსახურე,” – თქვა ლეომ. გეტყვით, რომ ლეო […]
ლევანდოვსკი – ლოიალური ფანების გარეშე ინდივიდუალური ჯილდოს მოგება შეუძლებელია
29 ნოემბერს, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ფავორიტთა სამეულში ლეო მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კარიმ ბენზემა დომინირებდნენ და საბოლოოდ, ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი გახდა. აღსანიშნავია, რომ ლეო მესი უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ ჯილდოს მეშვიდედ დაეუფლა. ლეო მესიმ 613 ხმა მიიღო, რობერტ ლევანდოვსკის კი 580 ხმა ხვდა წილად. დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ ლეო მესისა და […]
ლეო მესი 2021 წლის ოქროს ბურთის მფლობელია!
არგენტინელი სუპერ ვარკსვლავისთვის წლევანდელი ჯილდო რიგით მეშვიდეა. მესიმ ოქროს ბურთი 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019 და 2021 წლებში მოიგო. წელს ლეომ რობერტ ლევანდოვსკისა და ჟორჟინიოს აჯობა. HERE IS THE WINNER! SEVEN BALLON D’OR FOR LIONEL MESSI! #ballondor pic.twitter.com/U2SywJmruC — Ballon d’Or #ballondor (@francefootball) November 29, 2021