ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” დორტმუნდის “ბორუსიას” – 2:1 აჯობა, გვერდითმა მსაჯმა გერმანული კლუბის თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ავტოგრაფი სთხოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა ფეხბურთელები, მწვრთნელები და არბიტრები გასახდელისკენ მიემართებოდნენ, რუმინელი მსაჯთა ბრიგადის წარმომადგენელმა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს სამახსოვროდ ხელმოწერა სთხოვა. საინტერესოა, რომ ოქტავიან სოვრემ საამისოდ ყვითელი და წითელი ბარათები […]