ოთარ კაკაბაძე: “თითოეული ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება”
მოახლოებული ისტორიული შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ კომენტარი გააკეთა. “სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. […]
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
ევრო 2012 U17 – სად არიან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ახლა?
2012 წელს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და ურთულესი ჯგუფიდან (ინგლისი, ესპანეთი, უკრაინა) ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველო ტურნირზეც უძლიერეს ჯგუფში მოხვდა (გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია) და იქიდანაც მოახერხა ნახევარფინალში გასვლა სადაც რუმინელი მსაჯის მარიუს ავრამის ავადსახსენებელი ქმედებების გამო მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიასთან 2:0 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მაშინ უძლიერესმა მეტოქეებმა ითამაშეს. საფრანგეთიდან: კლემენ ლენგლე, ენტონი […]
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ “კრაკოვიაში” თამაშობს, Live.ge-სთან კომენტარი გააკეთა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “დინამო ბათუმმა” ბრატისლავის “სლოვანთან” ძალიან კარგად ითამაშა და მეტოქეს ერთი თავით აჯობა, ამის მიუხედავად გუნდი, […]
ულამაზესი გოლი შვეიცარიის ჩემპიონატში (ვიდეო)
ზურიკო დავითაშვილი: “გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. ეროვნული გუნდის მზადების შესახებ კომენტარი ოთარ კაკაბაძემ და ზურიკო დავითაშვილმა […]
კაკაბაძის პენალტი კრისტალ პალასის კარში (ვიდეო)
ოთარ კაკაბაძე ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “კრაკოვიას” ფეხბურთელმა ვროცლავის “შლიონსკის” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში (1:1) საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი მატჩის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა. 27 წლის ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა და თავისი გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საუკეთესო თერთმეტეულში ადგილი მოიპოვა. ოთარ კაკაბაძეს 2022/23 […]
მთავარი არბიტრი ცნობილია: მსაჯი, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩზე აქამდეც უმუშავია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთს დაუპირისპირდება. ცნობილია, რომ შეხვედრას საკმაოდ გამოცდილი არბიტრი, რადუ მარიან პეტრესკუ მოემსახურება. რუმინელი არბიტრი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თუ ევროპის ლიგის შეხვედრებს ხშირად ხელმძღვანელობს და დიდი სანაკრებო ტურნირების შესარჩევ რაუნდებზეც მუშაობს ხოლმე. საინტერესოა, რომ 38 წლის რეფერის საქართველოსთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონია და ის სამ […]
“ბათუმში თამაში და გულშემატკივარი განსაკუთრებული მომენტია” – კაკაბაძე ოქტომბრის მატჩების შესახებ საუბრობს
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა “ჯვაროსნების” 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მზადების პროცესში, მოახლოებულ შეხვედრებზე ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა, ოთარ […]
კაკაბაძის საგოლე გადაცემამ ლუცერნი მარცხისგან ვერ იხსნა
შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში, “ლუცერნმა” “ლუგანო” მიიღო და საკუთარ კედლებში (1:2) დამარცხდა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში სრულად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. მასპინძელთა ქართველმა მარჯვენა მცველმა თავისი გუნდის ერთადერთი გოლისას ასისტენტობაც გასწია. საქართველოს ნაკრების ფლანგელმა საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი თანაგუნდელს თავით დასარტყმელ პოზიციაზე ზუსტად გადააწოდა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში მეორე საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, კაკაბაძის […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]