საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი მორიგი ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა და უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ითამაშა. როტერდამის “ფეიენოორდთან” სტუმრად – 0:6 წაგებულ შეხვედრაში, 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 72-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მასპინძლები – 5:0 ანგარიშით იგებდნენ. ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მოედანზე ბოლოს 18 ივნისს, საქართველოსა და […]