ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა, დაასახელა ოთხი გუნდი, რომლებიც, მისი აზრით, პრემიერლიგის პირველ 4 ადგილს დაიკავებენ: ,,ოთხეულის არჩევა რთულია. რა თქმა უნდა, ,,მანჩესტერ სიტი” მოხვდება. ვფიქრობ – ,,ჩელსიც” და ,,არსენალიც”. ამ მომენტში არჩევანი ,,ლივერპულსა” და ,,ტოტენჰემს” შორის უნდა გავაკეთო. ,,ლივერპულს” ვიტყოდი, მაგრამ, როგორ შეიძლება, ,,ტოტენჰემი” ოთხეულს მიღმა დატოვო, როცა ისინიც ძალიან კარგად თამაშობენ? […]