ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაბამისად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად, საქმე ეხება “პსჟ”-ის ესპანელ ნახევარმცველ პაბლო სარაბიას, რომლის გადაბირებითაც “ატლეტიკო მადრიდი” ინტერესდებოდა. უცხოური მედიის ინფორმაციის სარაბია მადრიდული კლუბის ინტერესებში აღარ შედის, თუმცა 29 წლის ფეხბურთელმა შეთავაზება მილანისგან მიიღო. ზემოთხსენებულ ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი მატეო მორეტო ადასტურებს. […]