ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის შეხვედრებზე იმუშავებენ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებზე ქართული მსაჯთა ბრიგადები იმუშავებენ. ბრიუსელში, “ანდერლეხტისა“ და “პაიდეს“ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ფარერული “კლაკსვიკის” და კოსოვოს წარმომადგენელი “ბალკანის” მატჩს, გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, ხოლო […]
დინამო თბილისი გვერდში დგომას ა(ღა)რ იმსახურებს
თამაშისთვის არ მიყურებია. ნუ გამკიცხავთ. ერთ დროს, იყო ბავშვობა – პერიოდი როდესაც თამაშს არ ვტოვებდი და იმ მომავლის მჯეროდა, რომელიც არასოდეს დადგა. შემდეგ დრო აჩქარდა, საათ-ნახევარი კი არაა ცოტა დრო იმისთვის, რომ დაკარგო. არადა, რას შეუძლია ადამიანის გონების ისე დაპყრობა, როგორც გადავსებულ სტადიონს, ერთიან შეძახილებს, გოლის აღნიშვნისას მიღებულ განუზომელ ემოციას? ქართველებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და […]
დინამო თბილისმა საქართველოს ნაკრების მცველი დაიმატა
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, “დინამო თბილისმა” საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე დაიმატა. ინფორმაცია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია, “დინამო თბილისის” შემადგენლობაში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კონტრაქტის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დინამოს შემადგენლობაში სიახლეა 🆕🤩 გაიგე ვინ არის ჩვენი ახალწვეული 👀🇬🇪 Posted by FC Dinamo Tbilisi on შაბათი, 09 […]
ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის უსახური დღე გამოდგა – კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სამივე ქართული კლუბი დამარცხდა. დღის ბოლო მარცხი “დინამო თბილისმა” ესტონურ “პაიდესთან” იწვნია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან “პაიდესთან” 2:3 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისური კლუბი მატჩშს 2-ჯერ იგებდა, საბოლოოდ მაინც სამარცხვინოდ დამარცხდა. მოდით დეტალურად განვიხილოთ, თუ ვისთან დამარცხდა საქართველოს […]
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო თბილისი” ესტონურ “პაიდესთან” საშინაო შეხვედრაში – 2:3 დამარცხდა. “ჩემი მხრიდან ახლა თამაშის შეფასებას აზრი არ აქვს. ერთადერთი მარტივი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ბოდიში მოვიხადოთ. ასე არ შეიძლება, “დინამო თბილისი” ასე არ უნდა თამაშობდეს და ასე არ უნდა აგდებდეს. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვხედავ და ბოდიშის ვიხდი. ჩვენ […]
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო თბილისი” ესტონურ “პაიდესთან” საშინაო შეხვედრაში – 2:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ესტონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარელ ვოლაიდმა კომენტარი გააკეთა. “მატჩი მთლიანობაში იმ დონეზე წარიმართა, როგორსაც ველოდებოდით. “დინამო თბილისი” როგორც მასპინძელი ამ მატჩში დომინირებდა და თავი კარგად წარმოაჩინა. თუმცა კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის დისციპლინით და თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ […]
პაიდეს მწვრთნელი: “საქართველო ტექნიკური ფეხბურთის ქვეყანაა, კვარაცხელია ამის მაგალითია”
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას “დინამო თბილისი” ესტონური “პაიდეს” წინააღმდეგ 7 ივლისს, “დინამო არენაზე” გამართავს. მატჩის წინ, ესტონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარელ ვოლაიდმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “დინამო თბილისის” ბოლო მატჩი მათთვის იმედგაცრუება იყო, რადგანაც ისინი ტიტულისთვის იბრძვიან და “დინამო ბათუმთან” მნიშვნელოვან შეხვედრაში მტკივნეული მარცხი განიცადეს, თუმცა იქამდე, კარგი შეხვედრები ჩაატარეს და ვიცით, […]
ანზორ მექვაბიშვილი: “სანაკრებო გამოცდილება ევროტურნირზე წნეხის მოხსნაში დამეხმარება”
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას “დინამო თბილისი” ესტონური “პაიდეს” წინააღმდეგ 7 ივლისს, “დინამო არენაზე” გამართავს. მატჩის წინ, მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ქვეყნის ექს-ჩემპიონის საყრდენმა ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა. “საერთაშორისო დონის მატჩებს თან განსაკუთრებული დაძაბულობა ახლავს, თუმცა, ვცდილობ ყველა თამაშს პროფესიონალურად მივუდგე და ყველაფერი გავაკეთო. ხალხი და ეს ყველაფერი ისეთ გარემოს ქმნის, რომ თავდაპირველად საერთაშორისო მატჩების დროს […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “მეტოქის დაუფასებლობა არ დაგვემართება, რადგან არავისზე მაღლა არ ვდგავართ”
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას “დინამო თბილისი” ესტონური “პაიდეს” წინააღმდეგ 7 ივლისს, “დინამო არენაზე” გამართავს. მატჩის წინ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “დღეს ჩვენ არცერთ მეტოქეზე წინ არ ვართ და მიდგომის პრობლემა ამის გამო არ გვაქვს. ნებისმიერ მეტოქესთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ფეხბურთელები […]
ანზორ მექვაბიშვილი: “მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ”
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ესტონეთის წარმომადგენელ “პაიდეს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა. “კონფერენს ლიგაზე ჩვენი მეტოქის ვინაობა გაირკვა და ჩვენც მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით ამ შეხვედრისთვის. ჩვენთვის ყველა ეტაპზე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, შევეცდებით მაქსიმალურად შორს გავიდეთ. შეხვედრის წინ გვექნება ინფორმაციების განხილვა და […]
კახა ცხადაძე: “ევროტურნირებზე სუსტი მეტოქე არ არსებობს”
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ესტონეთის წარმომადგენელ “პაიდეს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა. “ჩვენთვის უცხო გუნდია და ინფორმაციის შეგროვებას ახლა დავიწყებთ. ევროტურნირებზე მარტივი მეტოქე არ არსებობს და არცერთი მეტოქის არასწორად შეფასება არ შეიძლება. ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით და მატჩს სერიოზულად მოვეკიდებით, ოღონდ ეს მაშინ, […]