საჩოგბურთო სამყაროში წლის დასკვნითი მასტერსის ტიპის ტურნირი იმართება, რომელსაც პარიზი მასპინძლობს. ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის წარმოდგენილი. 9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ნიკოლოზმა “პარიზის მასტერსი” დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილის მეტოქე, მასტერსის 1/32-ფინალში, კუენტინ ჰალისი იყო, რომელიც 2-სეტში, ანგარიშით – 6:3, 6:4 დაამარცხა. პარიზის მასტერსის 1/16-ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჩილიჩი-მუსეტის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება, […]