კოლუმბიის ნაკრების და “ნიუკასლის” ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი თანამემამულე ხამეს როდრიგესი დაიცვა და ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს ღიად დაუპირისპირდა. -” ხამესი უპასუხისმგებლო ფეხბურთელი არ არის. ის ყოველდღე ძალიან ბევრს ვარჯიშობს. არავინ მითხრას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი მარიანო დიასზე ან ლუკას ვასკეზე რამით ნაკლებია. მწვრთნელმა როდრიგესს უფრო მეტი პატივი უნდა სცეს. ხამესი მომთმენი ადამიანია და თავის შანსს ელოდება, […]