არლეტაზი – ქუბრიაშვილმა ავტომობილის ჯავშნის გამო იჩხუბა
დეკემბერი 6, 2021
6.42K
საფრანგეთის ტოპ 14-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში, “მონპელიე” “პერპინიანს” დაუპირისპირდა. მონპელიეში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 30:6 დასრულდა. დაპირისპირების პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ტაბლოზე შესაბამისი ანგარიში (6:6) აისახა. მეორე ტაიმში “მონპელიემ” წნეხი გაზარდა და მატჩის სადავეები ხელთ იგდო, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე ყველა ასპექტში დაჯაბნა. “მონპელიეს” რიგებში ქართველ მორაგბეებს ტრავმის გამო არ უასპარეზიათ. “პერპინიანის” მარქაფაში დავით […]