დიბალას ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი ცნობილია
იტალიური და ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსი” რომელუ ლუკაკუსა და პაულო დიბალას გაცვლის თაობაზე პრაქტიკულად შეთანხმებულები იყვნენ – თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი არგენტინელი ვარსკვლავის მოთხოვნები გახდა. წყაროს მტკიცებით, პაულო დიბალა წლიური ანაზღაურების სახით 18 მილიონ ფუნტს ითხოვდა. ასევე, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, დიბალას აგენტს 13 მილიონი ფუნტი უნდა […]
ნედვედი: “დიბალას შეძენა რამდენიმე გუნდს სურს”
“ბიანკონერის” ვარსკვლავის გაფორმება არაერთ გრანდს სურს. პაოლო დიბალას მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან დიბალას ტრანსფერში რომელუ ლუკაკუც ჩართონ. “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავის მიმართ დაინტერესების თაობაზე, პაველ ნედვედმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ტურინული გრანდის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიბალას შეძენა რამდენიმე გრანდს სურს. “მის მიმართ დაინტერესება არსებობს. დიბალას თაობაზე რამდენიმე წინადადება […]
დიბალა ბაიერნში?
გავლენიანი იტალიური მედიაგამოცემა “Corrieredellosport”-ის ინფორმაციით მიუნხენის “ბაიერნმა” შესაძლოა ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი მთავარი ძალა პაულო დიბალა გადაიბიროს. “რეკორმაისტერი” არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას გეგმავს. დიბალას გერმანულ გრანდში ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციები გასული წლის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაშიც აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა როგორც ფაქტმა აჩვენა გერმანელებმა საწადელს ვერ მიაღწეს, როგორც ჩანს “ბაიერნის” მესვეურები არგენტინელისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებენ. […]
დიბალა იუვენტუსს ტოვებს?
ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი, პაულო დიბალა შესაძლოა ახალი სეზონიდან ახალ კლუბში ვიხილოთ.
იუნაიტედი ზაფხულში იუვეს ვარსკვლავში 120 მილიონს გადაიხდის?!
“მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავს, პაულო დიბალას მიუბრუნდა. Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური გუნდი 25 წლის ფეხბურთელში 120 მილიონ ევროს გადაიხდის. სოლსკიაერის გუნდში დიბალას მოისაზრებენ, როგორც რომელუ ლუკაკუს შემცვლელს. იმ შემთხვევაში, თუ “იუნაიტედი” ზაფხულში ბელგიელ ფორვარდს გაყიდის, გუნდი დიბალას შეძენას აუცილებლად შეეცდება. ინგლისურ პრესაში იწერება, რომ “იუვესა” და “იუნაიტედს” შორის, შესაძლოა, გარკვეული გაცვლაც მოხდეს.
პაულო დიბალა პრემიერლიგის გრანდში გადადის?!
არგენტინის ნაკრებისა და იტალიური “იუვენტუსის” 25 წლის შემტევი – პაულო დიბალა “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება. ცნობილი სპორტული გამოცემა “caughtoffside”-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” არგენტინელი ვარსკვლავისთვის €120 მილიონი გამოჰყო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისურ კლუბთან ერთად დიბალასთვის ესპანური გრანდი – მადრიდის “რეალი” იბრძვის.
იუვენტუსი და რეალი გრანდიოზული ბარტერისთვის ემზადებიან
ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” არ ეშვება, და “სამეფო კლუბისთვის” დამახასიათებლად იქცევა. ტურინელებმა ჯერ იყო და ესპანეთიდან კრიშტიანუ რონალდუ წაიყვანეს, ახლა კი “ბლანკოსის” მეორე ლიდერს, გარეტ ბეილს უმიზნებენ და მზად არიან მის სანაცვლოს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს პაულო დიბალა დაუთმონ. ცნობილი ამბავია რომ “რეალს” დიდი ხანია თვალი უჭირავს არგენტინელ ვუნდერკინდზე, უელსელი გარემარბი კი ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა […]
ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. “ბლაუგრანას” კაპიტანმა “დეზების” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის ლეო მესისთან ერთად, ნეიმარი (“პარი სენ-ჟერმენი”), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) და ედინ ჯეკო (“რომა”) იბრძოდნენ. სამივე მათგანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი […]
დიბალა იუვენტუსის ისტორიაში შევიდა
2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურინის “იუვენტუსმა” შვეიცარიულ “იანგ ბოიზს” უმასპინძლა. ტურინელებმა მარტივად გაიმარჯვეს (3:0).
იუვენტუსი 3:0 იანგ ბოისი (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მეორე ტურის შეხვედრაში “იუვენტუსი” “იანგ ბოისს” დაუპირისპირდა. ტურინში, “ალიანც არენაზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. სამივე გოლის ავტორი “ბიანკონერის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა გახდა.