17 წლის პედრის სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო)
დაუღალავი პედრი – 18 წლის ფეხბურთელის წარმოუდგენელი სტატისტიკა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” 18 წლის ფეხბურთელი – პედრი, ჩვენს გაოცებას კვლავ განაგრძობს. პედრი, რომელიც “ბარსელონას” ძირითად გუნდს 2020 წელს შეუერთდა და კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, სოციალურ ქსელში მას “დაუღალავ ბავშვად” მოიხსენიებენ. 18 წლის ფეხბურთელს 2020 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე, 2021 წლის 22 ივლისამდე 63 მატჩი აქვს ჩატარებული. მან მთელი სეზონის […]
ოფიციალურად: პედრისთვის სეზონი დასრულებულია
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელი – პედრი, სეზონის დარჩენილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს. პედრიმ ტრავმა ევროპა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში, “აინტრახტის” წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც იგი მოედანზე მეორე ტაიმში აღარ გამოჩენილა, მის მაგივრად კი ფრენკი დე იონგმა ითამაშა. LATEST NEWS | Tests carried out this morning have confirmed that @Pedri has […]
ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ, პედრი სახლში ტაქსით წავიდა (ფოტო)
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “ფერენცვაროშს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი “ბლაუგრანას” გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. სტუმართა კარში გატანილი მე-4 გოლის ავტორი პედრი გახდა. “ბარსელონას” 17 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ, სტადიონი ტაქსით დატოვა.
პედრიმ დასვენებაზე უარი თქვა – 18 წლის ფეხბურთელი კლუბში დაბრუნდა
18 წლის ვუნდერკინდი – პედრი გონსალესი, ქალაქ ბარსელონაში დაბრუნდა და შემდეგი კვირიდან ვარჯიშებს განაახლებს. Sportble-ს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელს რონალდ კუმანმა დასვენების დღეები მისცა, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო. პედრის სურს, რომ გუნდის დინამიკას არ ჩამორჩეს და თანაგუნდელებს ხუთშაბათს შეუერთდეს. 2020/21 წლების სეზონის დაწყების შემდეგ, პედრიმ 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდებული შედეგია. მან […]
პედრის გოლი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა | VIDEO
პედრიმ ბარსელონას უპირატესობა სამამდე გაზარდა (ვიდეო)
ჩავი ადასტურებს – პედრი 2022 წლამდე ვერ დაბრუნდება
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ადასტურებს, რომ პედრი “ბარსელონას” ჯერ წელს ვეღარ დაეხმარება. 19 წლის ნახევარმცველს ბარძაყის პრობლემები აწუხებს, რის გამოც მას მოედანზე გასვლა 2022 წლამდე აეკრძალა. როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნაკრებსა და კლუბში 73 მატჩი ჩაატარა – ასეთმა დატვირთულმა კალენდარმა პედრის კუნთები გადაღალა. მიმდინარე სეზონში პედრის “ბარსელონაში” მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული. […]
Transfermarkt-ის ვერსიით, ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვინისიუსი გახდა
Transfermartk-მა სეზონის დასრულების შემდეგ, ლა ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. პორტალის ვერსიით, ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ვინისიუს ჟუნიორია, რომელიც 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. გასულ სეზონთან შედარებით, ბრაზილიელის ღირებულებამ 60 მილიონი ევროთი მოიმატა. მეორე ადგილს კატალონიის ,,ბარსელონას” ნახევარმცველი, პედრი იკავებს, რომლის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა. სამეულში მოხვდა ,,სამეფო გუნდის” კიდევ ერთი ფეხბურთელი – ფედერიკო […]
ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებმა მესი და ბარსელონა გააკრიტიკეს
“ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ მედიასთან მატჩის შემდგომი კომენტარის გასაკეთებლად “ბარსელონამ” 17 წლის პედრი გააგზავანა, რის გამოც ქომაგებმა მესი და კატალონიური კლუბი მწვავედ გააკრიტიკეს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა. შეხვედრა სიმეონეს შეგირდების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს “ატლეტიკოს” ბელგიელმა შემტევმა კარასკომ გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლის ეპიზოდში გაუგებრად […]
პედრი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა
პარიზში 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოვება მიმდინარეობს. წლის საუკეთესო ახლაგაზრდა ფეხბურთელი – პედრი გახდა, რომელმაც შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აჯობს: მეისონ გრინვუდი, ბუკაიო საკა, რაიან გრავენბერხი, ჯოვანი რეინა, ჯერემი დოკუ, ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა და ნუნო მენდეში. Pedri is the winner! #tropheekopa #ballondor https://t.co/hkJARFHTET — Ballon d’Or #ballondor (@francefootball) November 29, 2021