საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, ჰოლანდია – პერუს დაუპირისპირდა. მატჩი ჰოლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ რონალდ კუმანის გაწვრთნილმა ნაკრებმა გულშემატკივარი საკმაოდ ანერვიულა. “იოჰან კრუიფ არენაზე” გამართულ შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ. შეხვედრის მე-13 წუთზე, პედრო აკინომ პერუ წინ გაიყვანა. ჰოლანდიის ნაკრებმა მხოლოდ მე-60 წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მატჩის გადამწყვეტი გოლი კი 83-ე წუთზე გავიდა. ორივე […]