U20 რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. სტელენბოშში, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეუპოვრად იბრძოლეს და სარაგბო პუბლიკის ყურადღება კიდევ ერთხელ პიიყრეს. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, 33:23 დასრულდა, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. სწორედ აღნიშნულის შესახებ წერს springboks.rugby, […]