ტურინის “იუვენტუსის”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, ფაბიო კანავარომ “ნაპოლის” და მისი ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელი 2023/24 წლების სეზონის შესახებ ისაუბრა. “ნაპოლი” გასულ სეზონში შესანიშნავი მანქანა იყო, ზედმეტად აღმატებული სხვა გუნდებზე. ის თამაშობდა თანამედროვე ფეხბურთს ფიზიკური, ტაქტიკური და ტექნიკური გაგებით. სპალეტი უფრო ინოვაციური იყო ვიდრე დე ზერბი, გვარდიოლა და არტეტა, მცველები […]
ფაბიო კანავარო თურქულ გუნდს ჩაიბარებს
იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კანავარო ,,ფათიჰ კარაგუმრუკის” მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და კანავაროს დანიშვნის შესახებ ინფორმაციას თურქული გუნდი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაადასტურებს. ,,ფათიჰ კარაგუმრუკში” გასული სეზონის მეორე ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, საბა ლობჟანიძემ, გაატარა, სადაც 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფაბიო […]
“კვარაცხელიასა და მარადონას შედარება მკრეხელობაა” – ფაბიო კანავარო
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა – ფაბიო კანავარო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი და დიეგო მარადონას შედარება უადგილოა. “კვარაცხელიასა და მარადონას შედარება მკრეხელობაა. კვარაცხელია და ოსიმენი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მიმდინარე სეზონის წარმატება დიდწილად მთავარი მწვრთნელის მიერ გაწეულმა შრომამ განაპირობა. სპალეტიმ კონკურენტუნარიანი და თანმიმდევრული გუნდი შექმნა. ოსიმენმა და კვარაცხელიამ […]
ფაბიო კანავარო: “ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია – მას მცველების წინააღმდეგ უპირატესობა აქვს”
ლეგენდარულმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა, ფაბიო კანავარომ “ნაპოლის” ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფენომენია. “ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია, თუ ბურთის აღების ნებას მისცემ, ის გაგარღვევს. იმის გასაგებად, თუ რა შესაძლებლობების მქონეა, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ მის მოძრაობას მოედანზე. ის ბურთს იღებს და საკმაო ხანს ინარჩუნებს, შემდეგ კი ამოირჩევს მოწინააღმდეგეს და გამიზნულად მასზე მიდის. […]
ფაბიო კანავარო იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო ,,ბენევენტოს” მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 49 წლის სპეციალისტმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი პრეზენტაცია ხვალ, 22 სექტემბერს, შედგება. ,,ბენევენტო” წელს იტალიის სერია B-ში ასპარეზობს და 6 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. კანავაროსთვის ეს პირველი ევროპული გუნდია. ლეგენდარული მცველი აქამდე ,,გუანჯოუს” […]
ფაბიო კანავარომ შესაძლოა ლა ლიგის გუნდი ჩაიბაროს
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ, შესაძლოა, “ესპანიოლი” ჩაიბაროს. ფაბრიციო რომანოს თანახმად, ბარსელონელები გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის, ვისენტე მორენოს შემცვლელად სწორედ კანავაროს კანდიდატურას განიხილავს. “ესპანიოლის” ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ესპანიოლს” სეზონის დასრულებამდე B გუნდის სპეციალისტი, ლუის ბლანკო მოამზადებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანავაროს კანდიდატურა კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, დომინგო კატოირამ დააყენა. კანავაროს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ჩინეთის ნაკრებში, “გუანჯოუ […]
კანავარო: ,,დონარუმა უახლოესი 10-15 წლის საუკეთესო მეკარე იქნება, მაგრამ ოქროს ბურთს მესის მივცემდი”
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, ევროპის ჩემპიონატზე ,,სკუადრა აძურას” ტრიუმფის შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმასა და ჯორჯო კიელინიზე ისაუბრა: – ძალიან ბედნიერი ვიყავი. გამიხარდა, რომ ჩემ შემდეგ თასი სწორედ კიელინიმ აღმართა, რადგან ჯორჯო 2006 წლის ფინალს ტრიბუნებიდან უყურებდა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. – მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თქვენ ,,ოქროს ბურთი” მოიგეთ. შესაძლებელია, ასეთი სცენარი კიელინის […]
“ფენომენოს” ოცნების თერთმეტეული
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. “ფენომენო” დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში […]
ფაბიო კანავაროს ემოციური წერილი იტალიას
ყველას, ვინც ახლა სახლშია, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემს გულს მღელვარებითა და შიშით ავსებს. ვერც აღგიწერთ, როგორი საშინელია, უყურო იტალიის ტანჯვას და ყოველდღე ამდენი გარდაცვლილის შესახებ გაიგო. ჩემი გული მათთანაა, ვისაც კორონავირუსმა ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით მათთან, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინონ. […]
კანავარო კასილასს: მე რეალის მწვრთნელი გავხდები
კორონავირუსის გამო, მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო ან შეწყდა. იზოლაციაში მყოფი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და გულშემატკივრების კითხვებს პასუხობენ. იკერ კასილასსა და ფაბიო კანავაროს შორის გამართული საუბრის დროს, ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ხუმრობით აღნიშნა, რომ იგი “რეალის” მთავარი მწვრთნელი გახდება. “შენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნები, მე “რეალის” მთავარი მწვრთნელი გავხდები. ზიდანს ვულოცავ, […]
რომელი გუნდის ფეხბურთელებს აქვთ მეტი ოქროს ბურთი – რეალისას თუ ბარსელონას?!
გუშინ, 2 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემინიალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც არგენტინელი ვარსკვლავი – ლეო მესი გახდა. ეს მისთვის მე-6 ოქროს ბურთია. ფეხბურთის მოყვარულთათვის მეტად საინტერესო ფაქტია, თუ რომელიც გუნდის წარმომადგენლებს აქვთ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოგებული. “ბარსელონა” ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მფლობელები “ბარსელონას” ჰყავს. პირველად კატალონიური კლუბის ისტორიაში ოქროს ბურთს ესპანელი ლუის […]
კანავარომ ჩინეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემები იუწყებიან, რომ ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი ინიციატივით დატოვა. აღსანიშნავი და ყველაზე საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ ჩინეთის ეროვნული ნაკრების თავკაცობა სულ რაღაც 2 თვის თავზე იუარა. ფაბიო კანავარო ეროვნულ გუნდთან ერთად ჩინელების ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს “გუანჯოუ ევერგრანდს” წვრთიდა, […]