ფაბრიციო რომანო | ზიდანი რეალს დატოვებს
ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალს” ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, მსოფლიო ფეხბურთის მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წლევანდელი სეზონი “სამეფო კლუბისათვის” წარუმატებელი გამოდგა – ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში, “რეალი” “ატლეტიკოსთან” დამარცხა. “კოპა დელ რეის” გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდული გრანდი “ჩელსისთან” დამარცხდა. 2017 წელს, ზიდანის მეთაურობით “რეალი” ლა ლიგის გამარჯვებული გახდა. ზიდანის სახელს […]
ყველაფერი შეთანხმებულია – დელე ალი ტოტენჰემის დასატოვებლად ემზადება
“ტოტენჰემის” ნახევარმცველი დელე ალი საფრანგეთში გადასახლებასთან ახლოსაა. ფაბრიციო რომანოს თქმით, “პარი სენ-ჟერმენი” ინგლისელი გამთამაშებლის დამატებით დაინტერესებულია. ალი ლონდონის დასატოვებლად უკვე მზადაა. 24 წლის შემტევს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში “დეზებთან” ერთად არ უვარჯიშია. ბრიტანელი ნახევარმცველი “უიკომბის” წინააღმდეგ გამართულ ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში ჟოზე მოურინიოს მიერ შედგენილ განაცხადში არ ყოფილა და არც “ლივერპულთან” შეხვედრაში ითამაშებს. დელე დადებითად […]
ფაბრიციო რომანო განმარტავს, თუ რატომ არ უნდათ ფეხბურთელებს “ლივერპულში” გადასვლა
ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განმარტა, თუ რატომ არ სურთ მისი აზრით ახლა ფეხბურთელებს “ლივერპულში” გადასვლა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია და მის შემადგენლობაში თამაშზე არაერთი ფეხბურთელი ოცნებობს. ფაბრიციო რომანომ ლოგიკურად ახსნა საკუთარი თვალსაზრისი, თუ რატომ ერიდებიან მოთამაშეები “ლივერპულში” გადასვლას 2021 წელს. მიმდინარე სეზონში “ლივერპულს” ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე მოუგროვდა, ტრავმირებულები […]
იგუაინის აგენტი ტურინშია – პიპიტა იუვენტუსს ემშვიდეობება
“იუვენტუსის” თავდამსხმელის გონსალო იგუაინის აგენტი იტალიაში ტურინულ კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტის მიზნით ჩავიდა. ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ Twitter-ში დაწერა. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა შეთავაზება მიიღო მაიამის “ინტერისგან”, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც “ბებერ ქალბატონს” ოფიციალურად დატოვებს. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის […]