ტორპედო ძლიერდება: ქუთაისელებმა 6 გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ქუთაისის “ტორპედო” შემადგენლობის გაძლიერებას იწყებს. იმ ჩავარდნის შემდეგ, რომელიც გუნდს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ჰქონდა, კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ დაპირება გასცა, რომ ქუთაისური გუნდი 2022 წლის სეზონისთვის გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა, ვიდრე ეს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ძველი დიდების დაბრუნების გზაზე, “ტორპედო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მე-14 ტური გამორჩეული იმით გამოდგა, რომ ფრედ არცერთი შეხვედრა დასრულებულა და ხუთმა გუნდმა აქტივში 3 ქულის ჩაწერა მოახერხა. მეთოთხმეტე სათამაშო კვირა უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებულ ორ გუნდს შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა და მაში წყალტუბოს “სამგურალმა” ქობულეთის “შუქურას” სერგო კუხიანიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით – 1:0 აჯობა. ანალოგიური ანგარიშით მოიგო კიდევ ერთმა […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]