მაქსიმ ჩუპო-მოტინგი გერმანიაში გადასვლასთან ახლოსაა
31 წლის კამერუნელი ფორვარდი კლუბის გარეშეა, მას შემდეგ, რაც გასული სეზონის ბოლოს “პსჟ” დატოვა. ჩუპო-მოტინგმა “პსჟ”- ში თამაშის დროს თავი ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლის სეზონის მეოთხედფინალში დაგვამახსოვრა “ატალანტას” წინააღმდეგ, სადაც ფრანგული კლუბი 90- ე წუთამდე აგებდა, 90-ე წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გაათანაბრა, ხოლო 93-ე წუთზე იკარდის ნაცვლად 79-ე წუთზე შემოსულმა ჩუპო-მოტინგმა გამარჯვების გოლი გაიტანა […]
ზიდანმა “ბარსელონაზე” ისაუბრა
“მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ “ბარსელონას” ჰყავს შემადგენლობა, რომელიც ყველაფრის მოსაგებად იბრძოლებს. მას შემდეგ, რაც 2019-20 წლების სეზონში “ბარსელონამ” ვერც ესპანეთის ჩემპიონატი და ვერც ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, გუნდს ცვლილებები დასჭირდა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და კლუბი რონალდ კუმანმა ჩაიბარა. ამასთან, გუნდი დატოვეს ლუის სუარესმა, ივან რაკიტიჩმა, არტურო ვიდალმა, არტურმა და ნელსონ სემედუმ. […]
რა შედეგი ჰქონდათ მომავალ მეტოქეებს წინა ერთა ლიგაში?
3 მარტს, ჰოლანდიის დედაქალაქმა უეფას 44-ე კონგრესს უმასპინძლა. ამსტერდამში შედგა ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშების წილისყრაც. 2020/21 წლების სეზონში C დივიზიონის მეორე ჯგუფში, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას, ესტონეთს და სომხეთს დაუპირისპირდება. საინტერესოა, რა შედეგი აჩვენეს ჩვენმა მომავალ მეტოქეებმა ახალი ტურნირის სადებიუტო გათამაშებაში. ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენს მსგავსად, D დივიზიონში გამოდიოდა და ჯგუფი 15 ქულით დაასრულა, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა […]