იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ფედერიკო კიეზამ, ესპანეთთან გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ესპანეთი 4-3-3-ით თამაშობს, იტალიის სისტემა კი უფრო დინამიკურია. შეტევისა და დაცვით ფაზაში ჩვენ როლებს ხშირად ვცვლით. იდეოლოგია ერთი გვაქვს: ბურთის ფლობა, მაღალი პრესინგი, მეტოქეზე დომინირების მცდელობა. სპინაცოლს გამო ძალიან ვწუხვარ. ის შესანიშნავ ტურნირს ატარებდა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. აქ ყველანი ძმებივით ვართ. […]