იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მოგებულ შეხვედრაში, “სასუოლოსთან” (3:1), ტურინის “იუვენტუსის” შემტევმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება 42-ე წუთზე, იძულებით მოუწია. არგენტინელ ათიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მისი დიაგნოზი უკვე ცნობილია. 27 წლის ფეხბურთელი მარცხენა მუხლის იოგები დაიზიანა და გამოჯანმრთელებისთვის 15-დან 20 დღემდე დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პაულო გამოტოვებს არამხოლოდ იტალიის თასის 1/8-ფინალური […]