ქართველი ფეხბურთელების ვოლფსბერგერი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელების “ვოლფსბერგერმა” შინ “ფეიენოორდი” 1:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ავსტრიული გუნდისთვის ფრეც საკმარისი იყო, თუმცა 31-ე წუთზე იოველიჩის მიერ გატანილი გოლით “ვოლფსბერგერმა” მეტოქე მეორედაც დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა. ახალგაზრდა ქართველი მცველი “ფეიენოორდის” წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რაც შეეხება […]
ფეიენოორდის ფეხბურთელები შესაძლო დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებენ
დღეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, “დინამო თბილისისა” და “გაბალას” შორის გამარჯვებული როტერდამის “ფეიენოორდს” შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელებმა პირველი კომენტარი გააკეთეს სტივენ ბერგჰუისი: “დიდი უპირატესობაა რომ ორივე გუნდის შეხვედრას წინასწარ ვნახავთ, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ, რომ ვიცოდეთ თუ რას უნდა ველოდეთ მათგან “ ერიკ ბოტეგინი: ” “დინამო თბილისის” შემთხვევაში […]
იაპ სტამი ფეიენოორდიდან წავიდა
როტერდამიის “ფეიენოორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა. გუნდის ლეგენდამ, იაპ სტამმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. 47 წლის სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატი კარგად ვერ გამოიყურებოდა. ერედივიზიონის 11 ტურის შემდეგ მოპოვებული 14 ქულით “ფეიენოორდი” მე-12 პოზიციაზეა. მეტწილად სტამის წასვლის მიზეზი გასულ ტურში, სტუმრად პრინციპულ მეტოქესთან, “აიაქსთან” განადგურება (0:4) გახდა. იაპ სტამმა როტერდამული კლუბი ზაფხულში ჩაიბარა და “ფეიენოორდში” […]
ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი კრივით დაინტერესდა
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, “ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი – დირკ კიუიტი, ახალი გამოწვევის მისაღებად ემზადება. მერსისაიდული გრანდის ყოფილ შემტევს, საკუთარი ძალების გამოცდა კრივში სურს. 41 წლის კიუიტი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს “ფეიენოორდის” მაისურით დაამთავრა კრივით სერიოზულად დაინტერესდა და რინგზე ბრძოლის გამართვა სურს. კიუიტი რომელიმე ცნობილ სპორტსმენთან დაპირისპირების სურვილს გამოთქვამს. “როგორც ყოფილი ფეხბურთელი, შესანიშნავად ვხვდები […]
#დღიურები აზერბაიჯანიდან – ფეხბურთი, ვანდამი და “ის დინამო”!
• როგორ იმგზავრეთ? • ხო არ დაიღალეთ? • საზღვარზე ხო არ გაგაჩერეს? აზერბაიჯანში ჩასულებს დაახლოებით მსგავსი კითხვების კორიანტელი მოგვეყარა, თუმცა პასუხი ყველაზე ერთია, არც ერთი მგზავრობა არაა დამღლელი, როდესაც შენი დიდი სურვილისკენ მიდიხარ, განსაკუთრებით კი როდესაც თემა ფეხბურთსა და შენს გუნდს ეხება. მგზავრობა პირიქით, სასიამოვნოც კი აღმოჩნდა, 17 ჟურნალისტით დაკომპლექტებული შემადგენლობა თბილისიდან ვანდამამდე, დიახ თბილისიდან […]
პორტუ 3:2 ფეიენოორდი (მიმოხილვა)
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ფეიენოორდთან” გასამართ კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ეს მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ჩვენთვის მე-15 მატჩი იქნება. აგვისტოში დავიწყეთ და ბევრი ვიმოგზაურეთ. სერია ა-ში ქულების დაკარგვით მძიმე ფასი გადავიხადეთ. როცა სატურნირო ცხრილს ვუყურებ, ამ შეხვედრებზე და მსაჯების შეცდომებზე ვფიქრობ. კონფერენს ლიგა რთული ტურნირია და ფინალის მოგებით შეგვიძლია, ისტორიაში შევიდეთ. რა თქმა უნდა, […]
ფელიქს ვისენტე: “ჩვენს რეალურ ძალას ფეიენოორდთან ვაჩვენებთ”
“დინამო თბილისმა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში აზერბაიჯანული “გაბალა” ანგარიშით 3:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც როტერდამის “ფეიენოორდს” დაუპირისპირდება. “დინამო თბილისი” უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა. თბილისურმა გუნდმა მეტოქეს 3 ეფექტური გოლი გაუტანა და ზედიზედ მე-11 მატჩში გაიმარჯვა (იგულისხმება ეროვნული ლიგა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი). მატჩი დადებითად შეაფასა “დინამო თბილისის” მთავარმა […]
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს, ფეხბურთელები ფორმის შენარჩუნებას საშინაო პირობებში ცდილობენ. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ამას ქართველი სპორტსმენები. ამჯერად, ამ თემაზე “დინამო თბილისის” შემტევ ნოდარ ქავთარაძეს გავესაუბრეთ. 27 წლის ნახევარმცველს ტრავმა აწუხებდა და Live.ge-სთან ინტერვიუში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და არსებული რეალობის შესახებ ისაუბრა. როგორ ცდილობ არსებული პაუზის დროს ფორმის შენარჩუნებას? პირველ რიგში ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო. […]
არნე სლოტი: ,,მეტოქემ სიურპრიზიც რომ შემოგვთავაზოს, ამ სეზონში უკვე 55 მატჩი გვაქვს ნათამაშები”
როტერდამის ,,ფეიენოორდის” მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,ვიცით, რას უნდა ველოდოთ, მაგრამ, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ხანდახან მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი რაღაც სიურპრიზს ამზადებს. რომას ბევრი მატჩი ვნახეთ, ამიტომ, იმედი მაქვს, მატჩისთვის საფუძვლიანად ვიქნებით მზად. როგორც ნიდერლანდურ პრესას ვუთხარი, მეტოქემ სიურპრიზიც რომ შემოგვთავაზოს, ამ სეზონში უკვე 55 მატჩი გვაქვს ნათამაშები, ასე რომ, არა […]
იოჰან ბოსკამპმა ფეიენოორდისა და დინამო თბილისის მომავალი დაპირისპირება შეაფასა
UEFA-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, “დინამო თბილისის” ჰოლანდიურ “ფეიენოორდს” დაუპირისპირდება.
ხოსე პერალესი: “დინამოში დარჩენა მინდოდა, წელს ჯგუფში უნდა ვითამაშოთ”
წინა სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე ხოსე პერალესი გახდა. ესპანელ გოლკიპერს საქართველოში სადებიუტო სეზონი ჰქონდა. მან ჩისკოს გაწვრთნილ “დინამო თბილისში” ითამაშა, ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, ქვეყნის ჩემპიონობაც მოიგო და ევროტურნირებზე გამოცდილებაც დააგროვა. ზამთარში 26 წლის კარის დარაჯმა საქართველოს ყველაზე ტირულოვანი კლუბი დატოვა, თუმცა მალევე დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. გამორჩეულმა ლეგიონერმა საქართველოში გატარებული პერიოდის და არსებული […]