გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “დორტმუნდის ბორუსიას” 34 წლის შემტევმა – მარკო როისმა, კლუბის კაპიტნობაზე უარი განაცხადა და კაპიტნის სამკლაური ოფიციალურად დათმო. ამის მიზეზად კი იგი გაუთავებელ ტრავმებს ასახელებს. “დასვენების პერიოდში ბევრი ვიფიქრე იმ ფაქტის შესახებ, რომ მე დორტმუნდის კაპიტანი ვარ. გასაგებია, რომ უკვე ბევრი წელია მე ამ კლუბის ღირსებას ვიცავ, თუმცა ამდენი ტრავმა, ამდენი უთამაშებლობა […]