ბარსელონას ერთ-ერთი ვარსკვლავი დატოვებს?
ფელიპე კოუტინიო ამჟამად კოპა ამერიკისათვის ეზმადება, თუმცა მან ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ არის. “კარგი სეზონი ნამდვილად არ მქონია, ჩემი თამაში ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორის მოლოდინიც მე და ჩემს გულშემატკივრებს გვქონდა, გამოსწორების ერთადერთი საშუალება კი თავდაუზოგავი შრომაა, მე კი ახლა ამ ყველაფერს ნამდვილად ვაკეთებ”, – ციტირებს კოუტინიოს ესპანური მედიაგამოცემა […]
კოუტინიოსადმი ინტერესს სამი პრემიერ ლიგის გუნდი გამოთქვამს
ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერისაგან გამოწვეული აჟიოტაჟი კვლავ ძალაში რჩება. ბრაზილიელი ფეხბურთელისადმი დაინტერესებული კლუბები ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება. ამჟამად კოუტინიოს გადაბირებას ინგლისური გუნდები – “ტოტენჰემი”, “ევერტონი” და “ნიუკასლი” ცდილობენ. France Football-ის ინფორმაციით კოუტინიოს მომავალი წლის გატარება პრემიერ ლიგაში მოუწევს, ხოლო თუ რომელ კლუბში მხოლოდ ეს იქნება მისი ასარჩევი. ფეხბურთელისადმი განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს “ტოტენჰემი”, თუმცა ბოლო ინფორმაციის თანახმად […]
ესპანური მედია: კოუტინიო პსჟ-ს შეუთანხმდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ფელიპე კოუტინიო, დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “კამპ ნოუს” დატოვებს. Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი “პსჟ”-ს შეუთანხმდა. აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს პარიზულ კლუბში გადასვლა ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებასაც შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილია, “პსჟ”-მ კოუტინიო სწორედ ნეიმარის “ბლაუგრანაში” ტრანსფერის გამო მოითხოვა. რაც შეეხება კოუტინიოს, მისი კარიერა “ბარსელონაში” ვერაფრით აეწყო. “ლივერპულის” ყოფილმა შემტევმა […]
კოუტინიო Vs. მსაჯი – გამარჯვებული ბრაზილიელი ფეხბურთელი დარჩა (ვიდეო)
არგენტინელმა მცველმა კოუტინიო ძალიან ეფექტურად მოატყუა (ვიდეო)
ბარსელონას ლივერპულისთვის დამატებით 18 მილიონის გადახდა მოუწევს
მალე “ბარსელონას” კოუტინიოს ტრანსფერის დროს დადებული შეთანხმების საფუძველზე, “ლივერპულისთვის” დამატებით 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბლაუგრანას” მაისურით 100 ოფიციალური მატჩი დაუგროვდებოდა, კატალონიურ კლუბს “ლივერპულისთვის” ზემოთ ხსენებული თანხა უნდა გადაეხადა. კოუტინიოს ანგარიშზე ახლა 88 თამაშია, 12 შეხვედრის ჩატარების შემდეგ კი “ბარსელონა” ტრანსფერში გადახდილ 142 მილიონს, 18 მილიონ ევროს დაამატებს.
კოუტინიო, რაკიტიჩი და 40 მილიონი ნეიმარის სანაცვლოდ?
ცნობილ ფრანგულ სპორტულ გამოცემა L’Equipe-ზე დაყრდნობით “ბარსელონას” წინადადებაზე ნეიმართან დაკავშირებით “პსჟ-მ” უარი განაცხადა. ამაზე წყაროს ცნობით, კატალონიურმ კლუბმა პარიზელებს ნეიმარის სანაცვლოდ ფელიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი და 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. ეს შეთავაზება “პსჟ-ს” დირექტორს, ლეონარდოს სიტყვიერად ამცნეს, თუმცა მან უარი განაცხადა რადგან “პსჟ-ს” ნაღდი ფული ურჩევნია, რომელსაც შემდგომ თამამად დახარჯავს ახალი ფეხბურთელების შესაძენად. სხვა წყაროს […]
კოუტინიო კარიერას ასტონ ვილაში გააგრძელებს
ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერი “ასტონ ვილაში” გადაწყვეტილია – ბრაზილიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება. “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდის გუნდს იჯარით, სეზონის ბოლომდე შეუერთდება. როგორც ცნობილია, კოუტინიოს ხელფასის უდიდეს ნაწილს “ასტონ ვილა” გადაიხდის. ფელიპე ბირმინგემულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო კატალონიურ კლუბს 2018 წელს “ლივერპულიდან”, 135 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 106 ჩატარებულ მატჩში 29 […]
კოუტინიო დებიუტისთვის ემზადება
ხვალ სტარტს აიღებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგას კი B ჯგუფის მატჩები: “ბარსელონა” – “პსვ” და “ინტერი” – “ტოტენჰემი” გახსნის, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. კატალონიური კლუბისთვის და მათი გულშემატკივრებისათვის კი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მათ რიგებში ფელიპე კოუტინიოს დებიუტი შედგება (ჩემპიონთა ლიგაზე). ბრაზილიელი შემტევი პირველად მოირგებს ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიერთა მაისურს. მან […]
კოუტინიომ ტოტენჰემში გადასვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფელიპე კოუტინიომ “ტოტენჰემში” იჯარის წესით გადასვლაზე უარი განაცხადა. ბრაზილიელი ფეხბურთელი, ბრიტანული წყაროების თანახმად, ინგლისში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო. “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო კოუტინიოს ტელეფონში ესაუბრა, მაგრამ მისი დარწმუნება ლონდონის ჩრდილოეთში გადასვლასთან დაკავშირებით ვერ მოახერხა. ცნობილია, რომ “ბარსელონა” კოუტინიოს 1 წლიანი არენდით 20 მილიონ ევროდ შეელეოდა. “დეზები” 27 წლის ბრაზილიელს […]
კოუტინიომ ასტონ ვილაში სამედიცინო შემოწმება გაიარა
ფელიპე კოუტინიო სულ მალე “ასტონ ვილას” შეუერთდება – ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბირმინგემულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” კოუტინიო ინგლისში იჯარით გაუშვა. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი “ასტონ ვილაში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს. კოუტინიოს გაშვებით კატალონიელებს ფერან ტორესის დარეგისტრირების პრობლემა აღარ ექნებათ. ფელიპეს “ასტონ ვილაში” ტრანსფერი სტივენ ჯერარდის სურვილი იყო. “განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჯადოქარი მას ტყუილად არ […]
ლიონელ მესი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.