არგენტინელმა მცველმა კოუტინიო ძალიან ეფექტურად მოატყუა (ვიდეო)
ბარსელონა კოუტინიოს სანაცვლოდ არარეალურ თანხას ითხოვს
ფელიპე კოუტინიოს მომავალი საკლუბო კარიერის ჭრილში, ჯერ კიდევ ბურუსით მოცული საკითხია. ბოლო პერიოდში მას “ტოტენჰემთან” აკავშირებდნენ, ეს უკანასკნელნიც თავის წილად დიდ ინტერესს გამოთქვამდნენ ფეხბურთელისადმი. ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში ასპარეზობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ განათხოვრებულია და რეალურად “ბარსელონას” საკუთრებაშია. ესპანელებმა კოუტინიო “ლივერპულიდან” 2018 წლის დასაწყისში, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, 90 მილიონ ევროდ, გადმოიბირეს და კლუბის […]
ბარსელონას ერთ-ერთი ვარსკვლავი დატოვებს?
ფელიპე კოუტინიო ამჟამად კოპა ამერიკისათვის ეზმადება, თუმცა მან ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ არის. “კარგი სეზონი ნამდვილად არ მქონია, ჩემი თამაში ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორის მოლოდინიც მე და ჩემს გულშემატკივრებს გვქონდა, გამოსწორების ერთადერთი საშუალება კი თავდაუზოგავი შრომაა, მე კი ახლა ამ ყველაფერს ნამდვილად ვაკეთებ”, – ციტირებს კოუტინიოს ესპანური მედიაგამოცემა […]
ბარსელონას ლივერპულისთვის დამატებით 18 მილიონის გადახდა მოუწევს
მალე “ბარსელონას” კოუტინიოს ტრანსფერის დროს დადებული შეთანხმების საფუძველზე, “ლივერპულისთვის” დამატებით 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბლაუგრანას” მაისურით 100 ოფიციალური მატჩი დაუგროვდებოდა, კატალონიურ კლუბს “ლივერპულისთვის” ზემოთ ხსენებული თანხა უნდა გადაეხადა. კოუტინიოს ანგარიშზე ახლა 88 თამაშია, 12 შეხვედრის ჩატარების შემდეგ კი “ბარსელონა” ტრანსფერში გადახდილ 142 მილიონს, 18 მილიონ ევროს დაამატებს.
ესპანური მედია: კოუტინიო პსჟ-ს შეუთანხმდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ფელიპე კოუტინიო, დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “კამპ ნოუს” დატოვებს. Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი “პსჟ”-ს შეუთანხმდა. აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს პარიზულ კლუბში გადასვლა ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებასაც შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილია, “პსჟ”-მ კოუტინიო სწორედ ნეიმარის “ბლაუგრანაში” ტრანსფერის გამო მოითხოვა. რაც შეეხება კოუტინიოს, მისი კარიერა “ბარსელონაში” ვერაფრით აეწყო. “ლივერპულის” ყოფილმა შემტევმა […]
ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
ზაფხულისგან განსხვავებით, იანვრის სატრანფერო პერიოდი ნაკლები ხმაურით ხასიათდება. გუნდები, უმეტესწილად, ფეხბურთელების იჯარის წესით დამატებაზე და ტრავმიანობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნავენ. თუმცა ამავე პერიოდს მოულოდნელი ტრანსფერებიც ახასიათებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია. მაგალითისთვის, კოუტინიოს ტრანსფერი გავიხსენოთ, რომელმაც “ბარსელონას” უდიდესი ფინანსური ზიანი მიაყენა. მეორე მხრივ, ლუკა მოდრიჩის დამატებას ესპანური მედია “რეალის” შეცდომად განიხილავდა, თუმცა დრომ აჩვენა, თუ რაოდენ […]
ინგლისური მედია: სურს თუ არა კოუტინიოს ბარსელონაში დარჩენა?
ინგლისურმა გამოცემამ Goal.com კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ფელიპე კოუტინიოს მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ცუდი ფორმის გამო, კოუტინიოს პრემიერლიგის გუნდებთან აქტიურად აკავშირებენ. Goal.com-ის ინფორმაციით, 27 წლის ბრაზილიელი “ბარსელონაში” თავს ძალიან კარგად გრძნობს და გუნდის შეცვლას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფელიპე კატალონიელებს 2018 წლის იანვარს, “ლივერპულიდან”, 144 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
კოუტინიო Vs. მსაჯი – გამარჯვებული ბრაზილიელი ფეხბურთელი დარჩა (ვიდეო)
კოუტინიო დებიუტისთვის ემზადება
ხვალ სტარტს აიღებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგას კი B ჯგუფის მატჩები: “ბარსელონა” – “პსვ” და “ინტერი” – “ტოტენჰემი” გახსნის, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. კატალონიური კლუბისთვის და მათი გულშემატკივრებისათვის კი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მათ რიგებში ფელიპე კოუტინიოს დებიუტი შედგება (ჩემპიონთა ლიგაზე). ბრაზილიელი შემტევი პირველად მოირგებს ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიერთა მაისურს. მან […]
კოუტინიო კარიერას ასტონ ვილაში გააგრძელებს
ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერი “ასტონ ვილაში” გადაწყვეტილია – ბრაზილიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება. “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდის გუნდს იჯარით, სეზონის ბოლომდე შეუერთდება. როგორც ცნობილია, კოუტინიოს ხელფასის უდიდეს ნაწილს “ასტონ ვილა” გადაიხდის. ფელიპე ბირმინგემულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო კატალონიურ კლუბს 2018 წელს “ლივერპულიდან”, 135 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 106 ჩატარებულ მატჩში 29 […]
კოუტინიო, რაკიტიჩი და 40 მილიონი ნეიმარის სანაცვლოდ?
ცნობილ ფრანგულ სპორტულ გამოცემა L’Equipe-ზე დაყრდნობით “ბარსელონას” წინადადებაზე ნეიმართან დაკავშირებით “პსჟ-მ” უარი განაცხადა. ამაზე წყაროს ცნობით, კატალონიურმ კლუბმა პარიზელებს ნეიმარის სანაცვლოდ ფელიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი და 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. ეს შეთავაზება “პსჟ-ს” დირექტორს, ლეონარდოს სიტყვიერად ამცნეს, თუმცა მან უარი განაცხადა რადგან “პსჟ-ს” ნაღდი ფული ურჩევნია, რომელსაც შემდგომ თამამად დახარჯავს ახალი ფეხბურთელების შესაძენად. სხვა წყაროს […]
კოუტინიო: “ბაიერნში სიამოვნებით დავრჩები”
“ბარსელონას” ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ, რომელიც ამჟამად მიუნხენის “ბაიერნშია” განათხოვრებული, ბავარიულ კლუბში დარჩენის სურვილი გამოხატა. “აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. “ბაიერნში” სულ მცირე 1 სეზონის გატარება მომიწევს და გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე ვარ ორიენტირებული. თუ ყველაფერი მოგვარდება, “ბაიერნში” სიამოვნებით დავრჩები”, – თქვა ბრაზილიელმა შემტევმა. “ბლაუგრანას” 120-მილიონიანი შენაძენი “რეკორდმაისტერში” ერთსეზონიანი იჯარით მიმდინარე წლის ზაფხულში გადაბარგდა. ამ სეზონში […]