ბარსელონას ულამაზესი კომბინაცია კოუტინიომ დააგვირგვინა (ვიდეო)
დე იონგის ბრწყინვალე პასი და ანსუ ფატი უპირატესობას ორამდე ზრდის (ვიდეო)
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის სეზონი ზუსტი პენალტით დაიწყო (ვიდეო)
ლაშა დვალი ბარსელონას ოფიციალურ გვერდზე (ფოტო)
როგორც მოგეხსენებათ, უნგრული “ფერენცვაროში” წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. ლაშა დვალის გუნდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “ბარსელონას” წინააღმდეგ იასპარეზებს. “ბლაუგრანას” გარდა ჯგუფში “იუვენტუსი” და “დინამო კიევი” არიან. კატალონიელებმა ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ოფიციალურ Instagram გვერდზე “ფერენცვაროშის” შესახებ პოსტერი გამოაქვეყნეს, სადაც ლაშა დვალიც გამოჩნდა.
ჩემპიონთა ლიგა: რონალდუ და მესი – ქართველი ფეხბურთელები გრანდების წინააღმდეგ
შვეიცარიაში, კერძოდ კი ნიონში მდებარე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საუკეთესო 32 ევროპული კლუბი 8 ჯგუფში გადანაწილდა: ახალ სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 2 ქართველი ფეხბურთელი – დავით ხოჭოლავა (შახტარი) და ლაშა დვალი (ფერენცვაროში) იასპარეზებს. უკრაინული გუნდის მცველს ბრძოლა საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწევს – ხოჭოლავა […]
ლაშა დვალის ფერენცვაროში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრები გაიმართა. ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” შინ “მიოლდე” მიიღო. შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა. სტუმრად, ნორვეგიაში, გატანილი გოლების წყალობით, (3:3) უნგრულმა გუნდმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება დვალს, ქართველი მცველი სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს დავით ხოჭოლავას “შახტარიც”. ხოლო […]
ჩემპიონთა ლიგა – ლაშა დვალის ფერენცვაროში პლეი-ოფშია
დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ლაშა დვალის “ფერენცვაროში” შინ “დინამო ზაგრებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველ მცველს ტრავმის გამო თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება “ფერენცვაროშს”, უნგრულმა კლუბმა ზედიზედ მე-3 მატჩში შვედეთის (“დიურგონდენი”), შოტლანდიის (“სელტიკი”) და ხორვატიის ჩემპიონები დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლაშა დვალის გუნდი “მიოლდეს” დაუპირისპირდება.
მორიგი ტრავმა სექტემბრის მატჩებამდე – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაზიანდა (ვიდეო)
უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ფერენცვაროშმა” გასვლაზე “ზალაეგერშეგი” 1:2 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი, რომელიც თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ მოედანს სულ რაღაც 2 კვირაა დაუბრუნდა. სამწუხაროდ, 35-ე წუთზე ქართველმა მცველმა კვლავ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფის ორ შეხვედრას გამართავს. “ჯვაროსნები” 5 სექტემბერს ესტონეთს, […]
სელტიკი 1:2 ფერენცვაროში (მიმოხილვა)
ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ჩემპიონთა ლიგას გლაზგოს სელტიკი გამოთიშა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გლაზგოს “სელტიკი” დაამარცხა და ტურნირზე ასპარეზობას გამოთიშა. უნგრეთის საუკეთესო კლუბმა ბრიტანელ მეტოქეს – 2:1 აჯობა და თანაც ეს ყველაფერი შოტლანდიის დედაქალაქში მოახერხა. 25 წლის ქართველი მცველი, რომელსაც ტრავმის გამო, თითქმის მთელი წინა სეზონი გაუცდა, “სელტიკ პარკის მოედანზე” ძირითადი დროის დასრულებამდე […]
ზივზივაძე შესაძლოა ყველაზე ტიტულოვან უნგრულ კლუბში გადავიდეს
ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ფერენცვაროშს” უკავშირებენ. csakfoci.hu-მ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნგრეთის ჩემპიონატში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დაწერა, ქართველი ფეხბურთელი კი “მეზოკოვეშდიდან” წამსვლელთა და “ფერენცვაროშში” მიმსვლელთა რიგებში მოიხსენია. უნგრეთის მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ლიდერის რიგებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი ირიცხება. 25 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი სეზონი აქვს. “მეზოკოვეშდი” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, თავად […]
ლაშა დვალი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. გამოვლინდა ყველა ის გუნდი, რომელიც 2019/20 წლების სეზონში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნოა, რომ ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” შინ “სუდუვა” 4:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ლიეტუვაში გამართული პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა, დღეს კი უნგრული კლუბი 2-ჯერ მარცხდებოდა. ქართველმა მცველმა “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში კვლავ უცვლელად ითამაშა.