EURO 2020-ზე, დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ტრაგედიას, დანიის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. შეხვედრის 41-ე წუთზე, დანიის ნაკრების ლიდერმა – კრისტიან ერიკსენმა, გულის შეტევა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. “პარკენზე” შეკრებილი პუბლიკა, დაახლოებით 40 წუთის მანძილზე აკვირდებოდა, როგორ იბრძოდნენ ექიმები კრისტიან ერიკსენის სიცოცხლის გადასარჩენად. უმძიმეს წუთებში, დანიელებთან ერთად, ფინელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა […]