NBA-ის სუპერფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში ,,ფინიქს სანსი” შინ ,,მილუოქი ბაქსთან” 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 119:123 დამარცხდა. შედეგად, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი სერიაში 3:2 დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, როცა ,,მილუოკი” ,,ფინიქსს” 1 ქულით უგებდა (120:119), შეტევაში მასპინძლები იყვნენ, თუმცა დევინ ბუკერს ბურთი ჯრუ ჰოლიდეიმ აართვა, დაწყებული სწრაფი შეტევა კი იანისმა ეფექტური სლემით დაასრულა. ,,ფინიქსს” 40 ქულით, […]