ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ერთმანეთს “რეალი” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ. ამსტერდამულმა კლუბმა სტუმრად მადრიდული გრანდი 1:4 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:5) შემდეგ ეტაპზე გავიდა. “აიაქსის” ფეხბურთელმა, დუშან ტადიჩმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სერბმა შემტევმა 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლის გატანაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მე-2 ასისტის დროს, ტადიჩმა ზიდანის ლეგენდარული ფინტი გააცოცხლა. “ზინედინის უდიდესი ქომაგი […]