UEFA-ს კონფერენც ლიგის ფინალში “ფიორენტინასა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირება შედგა. ფინალური მატჩი “ვესტ ჰემის” გამარჯვებით, 1:2 დასრულდა, რის შემდეგაც “ჩაქუჩებმა” 1965 წლის შემდეგ პირველი ევროპული ტიტული მოიპოვეს. მატჩს უსიამოვნო მომენტებიც ახლდა თან, ერთ-ერთ ეპიზოდში, “ფიორენტინას” კაპიტნის მისამართით “ვესტ ჰემის” ფანებმა ტრიბუნებიდან სხვადასხვა ნივთები ისროლეს. ფანების უღირსი საქციელის შედეგად, კრისტიანო ბირაგის თავი გაუტყდა და მისთვის სამედიცინო […]