ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის არტურო ვიდალი “ფლამენგოს” შეუერთდა. ჩილელი ვარსკვლავის წარდგენა “ფლამენგოს” ფანებით გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე მოხდა – ვიდალი ბრაზილიის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელშიც “ფლამენგოსა” და “ატლეტიკო მინეიროს” დაპირისპირება შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდალი “ფლამენგოს” ღირსებას 2023 წლის დეკემბრამდე დაიცავს. ჩილელი ვარსკვლავის წარდგენის ამსახველი ვიდეო, ბრაზილიური კლუბის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. Ohhh […]