რეალის ფანები აზარის პრეზენტაციისას: “ჩვენ მბაპე გვინდა!”
დღეს, 13 ივნისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ედენ აზარის პრეზენტაცია შედგა. ესპანური Marca-ს ცნობით, პრეზენტაციას 50,000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. პრეზენტაციის დროს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: “რეალის” გულშემატკივრებმა ერთობლივი შეძახილები დაიწყეს, სადაც ისინი გუნდის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კილიან მბაპეს შეძენას სთხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ ედენ აზარის სანაცვლოდ “რეალმა” ლონდონის “ჩელსის” 100 მილიონი ევრო გადაუხადა. ასევე იხილეთ: რეალმა აზარი უნომროდ წარადგინა
რეალის სამარცხვინო საქციელი
მადრიდის “რეალის” გუშინდელი საქციელი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა, საქმე იმაშია რომ “სამეფო კლუბმა” გუშინ, კლუბის ლეგენდას კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით არ მიულოცა რაც სწრაფადვე შეფასდა სამარცხვინო და არასწორ საქციელად. რონალდუს, 34 წლის იუბილე სიყრმის გუნდმა “სპორტინგმა”, ამჟამინდელმა კლუბმა “იუვენტუსმა”, “მანჩესტერ იუნაიტედმა” და პორტუგალიის ნაკრებმა მიულოცა, ანუ ყველამ სადაც კი მას უთამაშია, […]
რონალდუმ რეალის დატოვების მიზეზი დაასახელა
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუმილი დაარღვია. კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალის” დატოვებისა და “იუვენტუსში” გადასვლის მიზეზი დაასახელა. როგორც ჩანს, “ბლანკოსის” შიდა სამზარეულოში არეულობა დიდი ხანია გრძელდება. ფლორენტინო პერესის მიმართ უკმაყოფილება სხვადასხვა დროს არაერთ ვარსკვლავს გამოუთქვამს – მათ რიცხვს კრიშტიანუ რონალდუც შეემატა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა. “პერესი მიყურებდა, როგორც მხოლოდ ბიზნეს პარტნიორს. მას მე ვჭირდებოდი […]
პერესი: “რაული და კასილასი რეალის ისტორიაში უდიდესი თაღლითები არიან”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, იკერ კასილასსა და რაულ გონსალესს “კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითები” უწოდა – ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა ძველი, 2006 წლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც პერესი “რეალის” ლეგენდებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს. რაული და კასილასი “რეალს” ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკოსის მშენებლობის პერიოდში დაემშვიდობნენ და კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელეს. გუნდის გულშემატკივარი თვლიდა, რომ […]
რეალი სარეკორდო ტრანსფერს უმიზნებს!
როგორც ჩანს ფლორენტინო პერესი “აიაქსთან” მარცხს სერიოზულად მიუდგა და გუნდის სასწრაფოდ გაძლიერებას გეგმავს, ამისთვის კი ძალ-ღონისა და ფინანსების დაზოგვას არ აპირებს. ვრცელდება ხმები რომ ზაფხულში სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდება და “რეალი” ნეიმარს შეიძენს. სატრანსფერო ღირებულება 350 მილიონი ევრო იქნება ხოლო ბრაზილიელი სეზონში 45 მილიონ ევროს მიიღებს და მის ამჟამინდელი ხელფასზე (36 მილიონი სეზონში) მეტი იქნება და […]
Eurosport: რეალი მბაპეს 2021 წელს შეიძენს
კილიან მბაპე მადრიდის “რეალის” წევრი 2021 წელს გახდება – აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსკლუზიურ ინფორმაციას Eurosport-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგ ფეხბურთელს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 21 წლის ფეხბურთელმა უკვე დააფიქსირა, რომ პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც ფინანსური თვალსაზრისით, “პსჟ-სთვის” თავსატეხს წარმოადგენს. 2018 წელს, მბაპეს სანაცვლოდ, პარიზელებმა €145 მილიონი გადაიხადეს და მისი გაყიდვის […]
პერესი: “ნეიმარი თუ მბაპე?”
მადრიდის “რეალში” სერიოზული ცვლილებები იგეგმება. შეგახსენებთ, რომ გუშინ გუნდს ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაუბრუნდა. “ბლანკოსის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფრანგ სპეციალისტს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 300 მილიონი ევრო გამოუყო. “ნეიმარი თუ მბაპე? ორივე! ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე სეზონი ჩავამთავროთ და მომდევნოზე მზადება დავიწყოთ. რაც შეეხება კილიანს, ის და ზიზუ ფრანგები არიან და იმედი მაქვს, რაღაც გამოვა,” – […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
ბექჰემი რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – ინტერ მაიამიში რეალის ერთ-ერთი ვარსკვლავი ითამაშებს?!
“ცხადია, რომ მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მრავალ ფეხბურთელს გაუშვებს” – ნათქვამია სამეფო კლუბის პრეზიდენტის – ფლორენტინო პერესის განცახდებაში. როგორც ცნობილი გახდა, დევიდ ბექჰემს საკუთარ კლუბ “ინტერ მაიამიში”, მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ვარსკვლავი – ხამეს როდრიგესის გადმობირება სურს. კოლუმბიელი ვარსკვლავის შესახებ ბექემი ფლორენტინო პერესს უკვე დაუკავშირდა და მათ კონტრაქტის პირობებზე ისაუბრეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ფლორენტინო […]
რეალმა აზარი უნომროდ წარადგინა
ოფიციალურად, ედენ აზარი “მადრიდის რეალის” ფეხბურთელია. დღეს, 13 ივნისს, მისი პრეზენტაცია “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნომერს მიანიჭებს მას გუნდი. ბელგიელმა კონტრაქტი გუნდის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან გააფორმა, შემდეგ კი გუნდის მიერ მოგებული თასების ფონზე ფოტოები გადაიღო. ამ მომენტისთვის, თავისუფალი ნომერი “რეალში” 16-ია, თუმცა სავარაუდოდ, გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, აზარს კი უკეთესი […]
რამდენი მილიონი დახარჯა რეალმა წელს ტრანსფერებში?
სულ რაღაც 1 საათის წინ, მადრიდის “რეალმა” მორიგი ტრანსფერი დაადასტურა. ფერლანდ მენდი 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ “თეთრებს” შეუერთდა. ფლორენტინო პერესმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე 5 ფეხბურთელი შეიძინა. საინტერესოა, თუ რა თანხა დახარჯა “რეალმა” ზაფხულში ტრანსფერებში. როგორც იცით, “ბლანკოსმა” ბრაზილიიდან ორი ნიჭიერი ფეხბურთელი – როდრიგო (54 მილიონი ევრო) და ედერ მილიტაო (50 მილიონი ევრო) გაიფორმა, რაც […]
რეალის პრეზიდენტის ღირსეული საქციელი
ფლორენტინო პერესის ღირსეულმა საქციელმა ესპანელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. ხოსე ანტონიო რეიესის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეიესის 11 წლის შვილზე მზრუნველობა ფლორენტინო პერესმა საკუთარ თავზე აიღო. წყაროს მტკიცებით, რეიესის შვილის სრულწლოვანებამდე, მასზე “ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იზრუნებს.