რეალმა აზარი უნომროდ წარადგინა
ოფიციალურად, ედენ აზარი “მადრიდის რეალის” ფეხბურთელია. დღეს, 13 ივნისს, მისი პრეზენტაცია “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნომერს მიანიჭებს მას გუნდი. ბელგიელმა კონტრაქტი გუნდის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან გააფორმა, შემდეგ კი გუნდის მიერ მოგებული თასების ფონზე ფოტოები გადაიღო. ამ მომენტისთვის, თავისუფალი ნომერი “რეალში” 16-ია, თუმცა სავარაუდოდ, გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, აზარს კი უკეთესი […]
რამდენი მილიონი დახარჯა რეალმა წელს ტრანსფერებში?
სულ რაღაც 1 საათის წინ, მადრიდის “რეალმა” მორიგი ტრანსფერი დაადასტურა. ფერლანდ მენდი 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ “თეთრებს” შეუერთდა. ფლორენტინო პერესმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე 5 ფეხბურთელი შეიძინა. საინტერესოა, თუ რა თანხა დახარჯა “რეალმა” ზაფხულში ტრანსფერებში. როგორც იცით, “ბლანკოსმა” ბრაზილიიდან ორი ნიჭიერი ფეხბურთელი – როდრიგო (54 მილიონი ევრო) და ედერ მილიტაო (50 მილიონი ევრო) გაიფორმა, რაც […]
პერესი: იოვიჩის შეძენა “ახალი რეალის” დასაწყისია
12 ივნისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” სერბი ფეხბურთელი, ლუკა იოვიჩი წარადგინეს – “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა ტალანტი 60 მილიონ ევროდ გაიფორმა. გასულ სეზონში, “რეალმა” ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო – გუნდმა 2 მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, 19 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ “ბარსელონას,” “ელ კლასიკოში” კი სამარცხვინო მარცხები იწვნია. გუნდის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის შეფასებით, იოვიჩის გუნდში მისვლა ახალი ეპოქის დასაწყისი გახდება. […]
რეალის პრეზიდენტის ღირსეული საქციელი
ფლორენტინო პერესის ღირსეულმა საქციელმა ესპანელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. ხოსე ანტონიო რეიესის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეიესის 11 წლის შვილზე მზრუნველობა ფლორენტინო პერესმა საკუთარ თავზე აიღო. წყაროს მტკიცებით, რეიესის შვილის სრულწლოვანებამდე, მასზე “ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იზრუნებს.
პერესმა ნეიმარისა და მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ესპანურ მედიასთან ნეიმარისა და მბაპეს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავების “ბლანკოსში” შესაძლო ტრანსფერზე დიდი ხანია იწერება. “ზიდანთან ნეიმარისა და მბაპეს შესახებ არ მილაპარაკია. წინა წელს ვთქვი, რომ ეს ორი ფეხბურთელი არ გვჭირდებოდა. იგივე მდგომარეობაა ახლაც. თუ რაიმე შეიცვლება, ჩვენ “პსჟ”-ს დავუკავშირდებით,” – თქვა პერესმა
პერესმა დაადასტურა, რომ რამოსს წასვლა უნდა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, სერხიო რამოსს ზაფხულში გუნდის დატოვება სურს. როგორც ჩანს, “ბლანკოსის” კაპიტანს ჩინური გუნდები ეპატიჟებიან. “სერხიო და მისი აგენტი შემხვდნენ და მითხრეს, რომ ჩინეთიდან ძალიან კარგი შეთავაზება აქვთ. შიდა წესის გამო კლუბი თანხას ვერ გადაიხდიდა. “რეალი” გუნდის კაპიტნის უფასოდ გაშვებას არ დაუშვებს. ეს სხვა ფეხბურთელებისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნება,” – თქვა […]
პსჟ იუვენტუსის ერთ-ერთ ლიდერში 70 მილიონ ევროს იხდის
ფრანგული სპორტული მედიის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას მირალემ პიანიჩით გეგმავს. პარიზელები ბოსნიელ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ტურინელები პიანიჩის სატრანსფერო თანხად 100 მილიონ ევროს ითხოვენ. 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იქნება, რადგან მისი შეძენა მადრიდის “რეალსაც” სურს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდას გეგმავს პიანიჩში […]
სად წავა სოლარი პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ?
სანტიგო სოლარი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი აღარაა – არგენტინელი სპეციალისტი ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლა, რომელსაც კლუბის კრიზისიდან გამოყვანა დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოლარიმ არცთუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იგი გუნდში კვლავ რჩება – არგენტინელმა ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნასთან დაკავშირებით “რეალისგან” უკვე მიიღო წინადადება. “სოლარი რეალის ნაწილია, მას გუნდი ძალიან უყვარს და ბერნაბეუ მისი სახლია. სოლარის შეუძლია […]
პერესი: “ნეიმარი თუ მბაპე?”
მადრიდის “რეალში” სერიოზული ცვლილებები იგეგმება. შეგახსენებთ, რომ გუშინ გუნდს ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაუბრუნდა. “ბლანკოსის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფრანგ სპეციალისტს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 300 მილიონი ევრო გამოუყო. “ნეიმარი თუ მბაპე? ორივე! ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე სეზონი ჩავამთავროთ და მომდევნოზე მზადება დავიწყოთ. რაც შეეხება კილიანს, ის და ზიზუ ფრანგები არიან და იმედი მაქვს, რაღაც გამოვა,” – […]
რეალი სარეკორდო ტრანსფერს უმიზნებს!
როგორც ჩანს ფლორენტინო პერესი “აიაქსთან” მარცხს სერიოზულად მიუდგა და გუნდის სასწრაფოდ გაძლიერებას გეგმავს, ამისთვის კი ძალ-ღონისა და ფინანსების დაზოგვას არ აპირებს. ვრცელდება ხმები რომ ზაფხულში სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდება და “რეალი” ნეიმარს შეიძენს. სატრანსფერო ღირებულება 350 მილიონი ევრო იქნება ხოლო ბრაზილიელი სეზონში 45 მილიონ ევროს მიიღებს და მის ამჟამინდელი ხელფასზე (36 მილიონი სეზონში) მეტი იქნება და […]
რეალს რამოსიც დატოვებს?
ვრცელდება ინფორმაცია რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის “აიაქსთან” მატჩის შემდგომ გასახდელში შელაპარაკება მოხდა. კლუბის პრეზიდენტმა გუნდის თამაში გააკრიტიკა, რამოსმა კი უპასუხა “ეს ყველაფერი ცუდად დაგეგმილი სეზონის და რონალდუსა და ზიდანის გაშვების ბრალია”. ამის შემდეგ პერესი რამოსს გუნდიდან გაშვებით დაემუქრა, სერხიომ კი მიაძახა : “გადამიხადე და წავალ” სერხიო რამოსს “ბლანკოსთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, […]
რეალის სამარცხვინო საქციელი
მადრიდის “რეალის” გუშინდელი საქციელი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა, საქმე იმაშია რომ “სამეფო კლუბმა” გუშინ, კლუბის ლეგენდას კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით არ მიულოცა რაც სწრაფადვე შეფასდა სამარცხვინო და არასწორ საქციელად. რონალდუს, 34 წლის იუბილე სიყრმის გუნდმა “სპორტინგმა”, ამჟამინდელმა კლუბმა “იუვენტუსმა”, “მანჩესტერ იუნაიტედმა” და პორტუგალიის ნაკრებმა მიულოცა, ანუ ყველამ სადაც კი მას უთამაშია, […]