ფორმულა 1 | Red Bull-ის გუნდის წარმატება!
ამერიკის შეერთებული შტატების გრან პრიზე მოპოვებული ტიტულის შემდეგ, Red Bull-ის საჯინიბო ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა დავის ჩემპიონი მეხუთედ გახდა. უკანასკნელად მაქს ფერსტაპენი რბოლის გამარჯვებული იაპონიაში გახდა. ოსტინში, შეერთებული შტატების გრან პრიზე მას საკმაო გარჯა მოუხდა, იმისათვის, რომ რბოლის გამარჯვებულის ტიტული მიეღო. პოდიუმზე ფერსტაპენის ასვლა იმის მანიშნებელი გახდა, რომ Red Bull-ის გუნდი მე-5 ტიტულს მოიპოვებდა. რა თქმა […]
სებასტიან ფეტელი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა – სებასტიან ფეტელმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ფორმულა 1-ს დატოვებს და 15-წლიან კარიერას დაასრულებს. გერმანელმა პილოტმა, სახელი 2010-დან 2013 წლამდე “რედ ბულში” დომინირების პერიოდით გაითქვა, რა დროსაც მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფეტელმა ბოლო ორი წელი “ასტონ მარტინის” რიგებში გაატარა და ახლა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფეტელი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ […]
ლეკლერის ავარია საფრანგეთის გრან პრიზე | VIDEO
კატასტროფა სილვერსტოუნის გრან-პრიზე – ფანის მიერ გადაღებული შემზარავი კადრები | VIDEO
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის რიგით მე-10 გრან-პრი, ლეგენდარულ “სილვერსტოუნზე” გაიმართა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ “სილვერსტოუნზე” მისულმა გულშემატკივარმა, სეზონის საუკეთესო რბოლა იხილა. “სილვერსტოუნის” რბოლის საწყის ეტაპზე – სტარტისთანავე, “ალფა რომეოს” პილოტი მძიმე ავარიაში მოყვა. გუანუი ჟოუს ბოლიდი რამდენჯერმე გადატრიალდა და კედელს შეეჯახა. “ალფა რომეოს” პილოტი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გუანუი ჟოუს […]
მიკ შუმახერის საშინელი ავარია საუდის არაბეთის გრანპრიზე | VIDEO
ოფიციალურად | რუსეთის გრან პრი გაუქმდა!
რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მიმდინარე საომარ ვითარებას ფორმულა 1 გამოეხმაურა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულა 1-ის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთის გრან პრის გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. “უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სინანულით ვაკვირდებით – შოკირებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ამჟამინდელი სიტუაცია უმოკლეს დროში შეიცვლება და მშვიდობა დამყარდება. ფორმულა 1-ისა და საჯინიბოების წარმომადგენელთა შეხვედრის დროს, […]
Audi ფორმულა 1-ის დასაპყრობად ემზადება
Audi-ს წარმომადგენლებმა საავტომობილო სპორტის ფედერაციას (FIA) ოფიციალური წერილით მიმართეს და მომდევნო წელს ფორმულა 1-ში ასპარეზობის უფლების მიღება ითხოვეს. Audi-ს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა – მარკუს დუშმანმა და ტექნიკური განვითარების საბჭოს წევრმა ოლივერ ფოჰმანმა ერთობლივ წერილში აღნიშნეს, რომ მწარმოებელი ტექნიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზადაა. Honda-ს წასვლის შემდეგ, ფორმულა 1 ახალ მწარმოებელს ეძებს, რომელიც Ferrari-ს, Mercedes-სა და Renault-ს შეუერთდება. […]
ფორმულა 1 | წარუმატებელი პიტსტოპები | VIDEO
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი ნიკი ლაუდას კარიერაში
ნიკი ლაუდა მე-20 საუკუნის ფორმულა 1-ის პროფესიონალური მრბოლელი გახლდათ, რომელმაც 1975, 1977 და 1984 წლებში საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ლაუდა ფერარისა და მაკლარენის ბოლიდებით ასპარეზობდა. მისი ტრაგიკული ისტორია მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. 1976 წელს ნიურბურგრინგში ასპარეზობის დროს ლაუდას საშინელი ავარია მოუვიდა, მისი ბოლიდი დაიწვა და სამწუხაროდ, თავად მრბოლელსაც სერიოზული ზიანი მიადგა – სხეულის უმძიმეს დამწვრობასთან ერთად მან […]
ოფიციალურად: ჰამილტონი მერსედესის გუნდში დარჩა
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი, ბრიტანელი – ლუის ჰამილტონი “მერსედესის” გუნდში დარჩა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად ფორმულა 1-ის ტვიტერის გვერდმა დაადასტურა. BREAKING: @LewisHamilton signs new @MercedesAMGF1 contract #F1 pic.twitter.com/aTYFYO3BjJ — Formula 1 (@F1) February 8, 2021 ბრიტანელი 7 გზის მსოფლიოს ჩემპიონი წლის განმავლობაში “მერსედესიდან” £40 მილიონს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ჰემილტონმა 2020 წელს მიხაელ შუმახრესი რეკორდი […]
ოჯახური ტრადიციის გაგრძელება – კიდევ ერთი შუმახერი ფორმულა 1-ში
ლეგენდარული მიხაელ და რალფ შუმახერების შემდეგ, ოჯახურ ტრადიციას მიკი შუმახერი გააგრძელებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულა 1-ის ლეგენდის შვილი ჰაასის საჯინიბოს ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, მიკი შუმახერის დებიუტი ფორმულა 1-ში 2021 წელს შედგება. ფორმულა 1-ის მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის შვილმა ჰაასის საჯინიბოსთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიკი შუმახერი ნიკიტა მაზეპინთან ერთად დაიცავს ჰაასის ღირსებას. Remember the name […]
ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონისა და 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს – ლუის ჰემილტონს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაჰრეინის გრან-პრის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ლეგენდარულ ბრიტანელ პილოტს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსის გამო, ჰემილტონი ბაჰრეინში საკინის გრან-პრის გამოტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰემილტონი ბაჰრეინის ერტ-ერთ სასტუმროში 10-დღის განმავლობაში იქნება იზოლირებული. “ფორმულა 1 და მერსედესის საჯინიბო ერთობლივად ვადასტურებთ, რომ რბოლის წინ ჩატარებული სავალდებულო […]