გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ფრაიბურგი” “ბაიერნს” დაუპირისპირდა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, მასპინძლები პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა – “ფრაიბურგი” ძლევამოსილ მეტოქესთან 1:4 დამარცხდა. სოლიდური სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, “რეკორდმაისტერი” შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს, აღნიშნულის მიზეზი კი უნებლიე შეცდომაა, რომელიც “ბაიერნის” სამწვრთნელო შტაბმა დაუშვა. მატჩის უკანასკნელ წუთებში, მოედანზე “ბაიერნის” 12 ფეხბურთელი იმყოფებოდა. 85-ე წუთზე, […]