ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, ჩეხეთთან მერვედფინალური მატჩის წინ, მისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა: ,,თუ ნახევარფინალში გავალთ, ჩვენთის ევროპის ჩემპიონატი დადებითად შეფასდება. თუმცა, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ამსტერდამში ჩემპიონობა ვიზეიმოთ. მხოლოდ ფინალში გასვლა კი არა, მისი მოგებაც გვსურს. ამ შემთხვევაში ტურნირი ჩვენთვის ნამდვილად წარმატებული იქნება. თუმცა ახლა კონცენტრირებული მხოლოდ ჩეხეთთან მატჩზე ვართ. […]