დადასტურდა: აინტრახტის აქციონერები ქუთაისში ჩამოდიან
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წონ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანკფურტის “აინტრახტს” ფინანსურ კრიზისში მყოფ ქუთაისის “ტორპედოს” გამოსყიდვა სურს. “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა დღეს განაცხადა, რომ გერმანელთა ინტერესი რეალურია. “გერმანული “აინტრახტის” აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს. მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ […]
ოფიციალურად: ვესტ ჰემმა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შეასრულა
რამდენიმე წუთის წინ, “ვესტ ჰემმა” კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. ლონდონურმა კლუბმა 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგი შემტევი, სებასტიან ჰალერი შეიძინა. 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს ფრანკფურტის “აინტრახტის” ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 77 მატჩში 33 ბურთი გაიტანა და 19 ასისტი შეასრულა. რაც შეეხება გასულ სეზონს, ჰალერმა თავის გამოჩენა 20-ჯერ მოახერხა.