“პსჟ”-სთან მოპოვებული დიდებული გამარჯვების შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლკიაერმა ფრედის შესახებ ისაუბრა: “დღეს კარგად გამოჩნდა თუ რისთვის ვიყიდეთ ის. ფრედი დამაჯერებელი იყო, ყოველთვის იცოდა გაგრძელება და გუნდს ულიდერა. ჩვენ დღეს დონეცკის “შახტარის” მაგვარი სქემით ვითამაშეთ და იგი ამ სქემას ბრწყინვალედ მოერგო.”