როგორ ისჯებიან ფეხბურთელები ლამპარდის ჩელსიში (ფოტო)
ინგლისურ მედიაში ლონდონის “ჩელსის” სადამსჯელო ღონისძიებები გასაჯაროვდა. როგორც ჩანს, ფრენკ ლამპარდი ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდში დისციპლინას უდიდეს ყურადღებას აქცევს. “ჩელსიში” ყველაზე ძვირად ვარჯიშზე დაგვიანება “ფასობს”. ფეხბურთელი ამ წესის დარღვევისთვის 20 000 ფუნტი სტერლინგით ისჯება, რაც სოლიდური თანხაა. ლონდონელთა ის მოთამაშე, რომელიც მატჩის წინა დღეს, ან ვარჯიშამდე საათნახევრით ადრე ტრავმის შესახებ მწვრთნელებს არ შეატყობინებს, 10 000 […]
ფრენკ ლამპარდი: “მთავარია რომ გოლი არ გავუშვით, შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს”
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში “სევილიასთან” ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “სევილიამ” ბევრი საფრთხე შეგვიქმნა ფლანგებიდან შეტევების დროს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და მაღალი დონე აქვთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაში საკმაოდ ფრთხილად წარიმართა და ორივე გუნდი შეეცადა მეტოქისთვის გატანაში ხელი შეეშალა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ერთი ქულა მოვიპოვეთ და […]
ლამპარდი: ,,შემდეგ ჯერზე, არ მინდა, რომ დროებითი მწვრთნელი ვიყო”
ლონდონის ,,ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, უპასუხა შეკითხვას, როგორ შეარჩევს მომავალ სამუშაო ადგილს: ,,ამ კითხვაზე პასუხი რთულია. შეიძლება, ისე ჩანდეს, რომ ზედმეტად მოთხოვნადი ვარ, მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ასეთ დონეზე ბევრი ვაკანსია დიდ სამუშაოს მოითხოვს. ეს არის მცდელობა, იპოვო პროექტი, რომელიც შენს მიზნებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, როცა ,,ჩელსიში” მოვედი, საქმეს დიდი მონდომებით შევუდექი და […]
გავიხსენოთ ფრენკ ლამპარდის საუკეთესო სეზონი (2009/2010)
ჩემპიონთა ლიგა – ტოპ 25 ინდივიდუალური პერფორმანსი
კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველა სპორტული მოვლენა და შეჯიბრი დროებით შეჩერებულია. COVID-19-სგან გამოწვეული ცვლილებები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს – ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო. ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდებიან და ეს მატჩები მეტად სასიამოვნო სანახავია. ფეხბურთის გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი ტურნირი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა. ფეხბურთისადმი ნოსტალგიის პერიოდში, გავიხსენოთ ტოპ 25 ინდივიდუალური […]
ჯერარდი, ლამპარდი, სქოულზი | რუნიმ დაუსრულებელ დებატებს პასუხი გასცა
სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, პოლ სქოულზი – ვინ არის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველი? ლეგენდარული სამეულიდან საუკეთესოს გამოსავლენად, დასრულებელი დებატები მიმდინარეობს. არაერთმა ვარსკვლავმა, საფეხბურთო მიმომხილველმა და საზოგადო მოღვაწემ საკუთარი აზრი დააფიქსირა და ფავორიტი შეარჩია. საკუთარი რჩეულის დასახელება უეინ რუნის არ გაუჭირდა. ყველასათვის მოულოდნელად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ საუკეთესოდ სტივენ ჯერარდი დაასახელა. გარი ნევილთან საუბრის დროს, […]
პრემიერლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
ინგლისურ მედიაში პრემიერლიგის სეზონის გუნდების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ვინაობა გახდა ცნობილი. TOP 10-ს არც თუ ისე მოულოდნელად, “მანჩესტერ სიტის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა ლიდერობს – 20 მილიონი ევრო წელიწადში. მე-2 ადგილზეა “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, რომელიც 8.5 მილიონს იღებს. როგორც ხედავთ, სხვაობა პირველსა და მე-2 ადგილებს შორის ძალიან დიდია. პოჩეტინოსა და გვარდიოლას შემდეგ “იუნაიტედის” ნორვეგიელი […]
ფრენკ ლამპარდი: “ბაიერნისთვის 3 გოლის გატანა შეგვიძლია”
ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა, ჩემპიონთა ლიგაში, მიუნხენის “ბაიერნთან” საპასუხო მატჩის წინ თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა. “მე მჯერა, რომ სამი გოლის გატანა შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია “ბაიერნის” ბარიერი გადავლახოთ. ეს არის ის, რისიც ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ, რათა მოედანზე საბრძოლველად გავიდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალიან რთული მისიაა. ეს იქნება […]
ბალოტელის გიჟური ცხოვრება მანჩესტერში: ჯარიმები, რომელიც იტალიელს ინგლისში დააკისრეს
მარიო ბალოტელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა, რომლის კარიერის საწყისი წლებიც განსაკუთრებით აღსავსე იყო ხმაურიანი წვეულებებით, ალკოჰოლით, სამართალდამცავებთან ხშირი კომუნიკაციით და გართობის სხვადასხვა საშუალებებით. ეს ყველაფერი მისი ინგლისში ცხოვრებისა და “მანჩესტერ სიტიში” თამაშის პერიოდს გამორჩეულად ახასიათებს. ამ თემაზე გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, იქნებოდა ეს გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი თუ სააბაზანოებში ფეიერვერკის გაშვება […]
კაპელომ ინგლისის ნაკრების შესაძლო მწვრთნელის ვინაობა დაასახელა
ფაბიო კაპელოს მტკიცებით, ფრენკ ლამპარდი აუცილებლად გახდება ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. იტალიელი სპეციალისტი 4 წლის განმავლობაში წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს – სამი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, კაპელოს ფრენკ ლამპარდთანაც მოუწია მუშაობა. Sky Sports-თან საუბარში, ფაბიო კაპელომ აღნიშნა, რომ ფრენკ ლამპარდს ყველა ის უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, რომ ერთ დღეს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი […]
ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“პსჟ-ს” თავდამსხმელმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორისაც მეკარე არ არის. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ხუთეულში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”/საფრანგეთი), ლიონელ მესი (“ბარსელონა”/არგენტინა), ლუის სუარესი (მადრიდის “ატლეტიკო”/ურუგვაი), კილიან მბაპე (“პსჟ”/საფრანგეთი), ედენ აზარი (მადრიდის “რეალი”/ბელგია). 28 წლის ფეხბურთელმა ასევე ის ხუთი მოთამაშე გამოყო, ვისაც კარიერა უკვე დასრულებული აქვს: ჩავი ერნანდესი (ესპანეთი), ფრენკ ლამპარდი, […]
გრილიშმა ლამპარდის 15 წლიანი რეკორდი გააუმჯობესა
“მანჩესტერ სიტის” შემტევმა ჯეკ გრილიშმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი მოხსნა, რომელსაც ფრენკ ლამპარდი 15 წლის განმავლობაში ფლობდა. ჯეკიმ “რეალთან” შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ფინალში გასასვლელად საკუთარი გუნდისთვის ნამდვილად ბევრი გააკეთა. მატჩის შემდეგ, BT Sport-თან საუბრისას ჟურნალისტმა გრილიშს აცნობა, რომ ახლა ის ჩემპიონთა ლიგის რეკორდს ფლობს. “სუპერ ჯეკიმ” შეძლო და გახდა ინგლისელი, რომელმაც სეზონში ყველაზე მეტი […]