ლამპარდმა ევერტონის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა
“ევერტონის” წარმომადგენლებსა და ფრენკ ლამპარდს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 43-წლის ინგლისელი სპეციალისტი მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლამპარდი აქტიურად მუშაობს სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბაზე და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რამდენიმე ფეხბურთელის დამატებასაც გეგმავს. ფრენკ ლამპარდი “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2.5 წლით დაიკავებს – ოფიციალური განცხადება 31 იანვარს გაკეთდება. წყაროს მტკიცებით, ლამპარდის […]
ჯენარო გატუზო შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
“ევერტონმა” რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციაზე ახალი კანდიდატების ძებნაც აქტიურ რეჟიმში დაიწყო. ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა როგორც ბრიტანული მედია იუწყება, “კანფეტების” ხელმძღვანელობას რამდენიმე სასურველი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ, რომელთა მოკლე სიაც შემდეგნაირად გამოიყურება. მთავარ პრეტენდენტებად ჟოზე მოურინიო, უეინ რუნი და ფრენკ ლამპარდი დასახელდნენ, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტზე უარის თქმა […]
ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩელსიში 16 წელი გაატარა და მხოლოდ ორჯერ ითამაშა?
ლონდონის “ჩელსიმ” თავისი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, ლუის ბეკერი საბოლოოდ გუნდიდან გაუშვა. ეს სახელი და გვარი ფეხბურთის გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 26 წლის ფეხბურთელი 10 წლის ასაკიდან “ლურჯების” აკადემიაში ირიცხებოდა და კლუბში 16 წელიწადი ისე გაატარა, რომ მთავარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი არაერთხელ, არაერთ კლუბში […]
რობერტო კარლოსმა საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა. რობერტო კარლოსის რჩეული, ბევრისათვის გასაკვირად ჯონ ტერი გახდა. რობერტო კარლოსმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშა, მათ შორის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, რომელიც ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა. სხვადასხვა დროს, “რეალის” რიგებში კარლოსის თანაგუნდელები დევიდ ბექჰემი, სტივ მაკმანამანი, მაიკლ ოუენი და ჯონათან ვუდგეიტი იყვნენ. რობერტო […]
ალ მუვალადიმ იემენს ფრენკ ლამპარდის იდენტური გოლი გაუტანა (ვიდეო)
ლონდონის “ჩელსის” ყოფილ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს: ბრიტანული The Telegraph-ის თანახმად, “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელობა ლამპარდს როი ჰოჯსონის შემცვლელად განიხილავს. 42 წლის ლამპარდი იანვრის შემდეგ უკლუბოდაა: “ჩელსის” ხელმძღვანელობამ იგი იანვარში გაათავისუფლა. როი ჰოჯსონს “კრისტალ პალასთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ მასთან სამომავლო თანამშრომლობა არ განიხილება. ლამპარდის სახელს ინგლისის U21 ნაკრებსაც უკავშირებდნენ, […]
ტუხელი: “ფინალში ჩელსის გასვლაში ლამპარდს დიდი წვლილი მიუძღვის”
ლონდონის “ჩელსიში” მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის დანიშვნამ მოლოდინები სრულად გაამართლა: გერმანელმა თავკაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგისა და FA თასის ფინალში გაიყვანა. აღნიშნულ მიღწევებზე საუბრისას, ტუხელმა თავმდაბლობა გამოიჩინა და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “ფინალში გასასვლელად, წარმატებით ასპარეზობა ჯერ ჯგუფურ ეტაპზეა საჭირო. ფრენკმა ჯგუფურ ეტაპზე გუნდი ჩინებულად ათამაშა და FA თასზეც არაერთ […]
ისინი “დიდების დარბაზში” უნდა იყვნენ – ანრიმ საკუთარი ექვსეული დაასახელა
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებს. ანრიმ კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონის “არსენალის” რიგებში გაატარა, ასევე კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და პარალელურად, “SkySports”-ის ანალიტიკოსიც იყო, რაც მას საკმაო კომპეტენციას სძენს იმისათვის, რომ აღნიშნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ ისაუბროს. ერიკ კანტონა დენის ბერგკამპი პატრიკ ვიეირა როი კინი პოლ სქოულზი ფრენკ ლამპარდი […]
პენალტების შემსრულებელი TOP 10 ფეხბურთელი
გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემა SportBible ყველა დროის საუკეთესო პენალტების შემსრულებელ 10 ფეხბურთელს ასახელებს. გთავაზობთ მათ მიერ გამოქვეყნებულ TOP 10-ეულს: 10. ლიონელ მესი გატანილი – 99 აცილებული – 27 9. მარიო ბალოტელი გატანილი – 38 აცილებული – 5 8. ალესანდრო დელ პიერო გატანილი – 77 აცილებული – 15 7. სტივენ ჯერარდი გატანილი – 46 აცილებული – 8 […]
“თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იქნებ ლამპარდი ისევ აქ ყოფილიყო” – ტიმო ვერნერი ყოფილი მწვრთნელის გამო წუხს
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა თქვა, რომ გუნდიდან ფრენკ ლამპარდის გაშვების გამო, თავს დამნაშავედ გრძნობს. გერმანელი ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში ლონდონურმა კლუბმა სწორედ ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტის ინიციატივით, 53 მილიონ ევროდ “ლაიფციგიდან” გადაიბირა, თუმცა, სეზონის პირველ ნახევრში მან მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო, პრემიერ ლიგაში პირველი გოლი კი ოქტომბერში, “საუთჰემპტონის” კარში (3:3) გაიტანა. გერმანიის ნაკრების […]
ჯერარდი, ლამპარდი, სქოულზი | რუნიმ დაუსრულებელ დებატებს პასუხი გასცა
სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, პოლ სქოულზი – ვინ არის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველი? ლეგენდარული სამეულიდან საუკეთესოს გამოსავლენად, დასრულებელი დებატები მიმდინარეობს. არაერთმა ვარსკვლავმა, საფეხბურთო მიმომხილველმა და საზოგადო მოღვაწემ საკუთარი აზრი დააფიქსირა და ფავორიტი შეარჩია. საკუთარი რჩეულის დასახელება უეინ რუნის არ გაუჭირდა. ყველასათვის მოულოდნელად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ საუკეთესოდ სტივენ ჯერარდი დაასახელა. გარი ნევილთან საუბრის დროს, […]
იმედგაცრუება | ლამპარდმა დუმილი დაარღვია
“ჩელსი” პრემიერ ლიგაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, რის გამოც 25 იანვარს, “სტემფორდ ბრიჯის” ლეგენდა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ფრენკ ლამპარდმა დუმილი დაარღვია და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან სიტუაციის გამოსწორებისა და “ჩელსის” მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არ მიეცა. მაურიციო სარის გათავისუფლების შემდეგ, “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრენკ ლამპარდმა დაიკავა – ლონდონური კლუბის მენეჯერის პოსტზე მოღვაწეობის 18-თვიანი პერიოდი, ლამპარდისთვის […]