პიანიჩი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს
,,ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი ემირატულ ,,შარჯაში” ითამაშებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ბოსნიელი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხავის, თქმით, მას პიანიჩის შენარჩუნება სურდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ნახევარმცველს კატალონიური გუნდის შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 32 წლის ფეხბურთელი ,,ბარსელონამ” […]
კორონავირუსი – პიანიჩი ინფიცირებულია !
ცნობილი გამოცემა “ბლიჩერი” გვამცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” ახალწვეული მირალემ პიანიჩი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. პიანიჩი სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა კატალონიურ გრანდში და როგორც ცნობილი ხდება მირალემი 15 დღიან კარანტინს გაივლის, სადაც ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. კოვიდ ინფექციის გამო, ბოსნიელი ფეხბურთელი სეზონის მოსამზადებელ პერიოდს გამოტოვებს.
“Di Marzio” – იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ
ცნობილი გამოცემა “Di Marzio” აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბები ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ. საქმე ეხება მირალემ პიანიჩს და ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავს არტურს. ფეხბურთელების პოზიცია იდენტურია. იქიდან გამომდინარე, რომ “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი არტურს არ ხშირად არ ენდობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცვლა სავსებით რეალურია. რაც შეეხება პიანიჩს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მირალემი დამაჯერებელი აღარ არის […]
“SPORT” – ბარსელონა და იუვენტუსი შეთანხმდნენ !!
ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” და “იუვენტუსი” დიდ გაცვლას ამზადებდნენ. საქმე პირველ რიგში მირალემ პიანიჩს ეხება. ცნობილი გამოცემა “SPORT” ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბები შეთანხმდნენ გაცვლაზე, მაგრამ არის სხვა ფაქტორებიც. ნელსომ სემედუს ნაცვლად ტურინელები, კატალონიაში მირალემ პიანიჩს და დე შილიოს გაუშვებენ. ასევე იტალიელები 25 მილიონ ევროს დაამატებენ. ტრანსფერების რეალურობა […]