,,ბარსელონას” პიერ-ემერიკ ობამეიანგის დაბრუნება სურს. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კატალონიელებისთვის ლონდონის ,,ჩელსის” თავდამსხმელი ,,ცხრიანის” პოზიციაზე მთავარი სამიზნეა. გუნდი ეძებს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია, რომ რობერტ ლევანდოვსკის კონკურენცია გაუწიოს. ასევე, ,,ბარსელონას” სიაში ,,ლივერპულის” ფორვარდი, რობერტო ფირმინოცაა, რომელსაც ,,მერსისაიდელებთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ობამეიანგის ტრანსფერით რამდენიმე იტალიური და გერმანული გუნდიც ინტერესდება, თუმცა თავად ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში სურს […]
ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
ზაფხულისგან განსხვავებით, იანვრის სატრანფერო პერიოდი ნაკლები ხმაურით ხასიათდება. გუნდები, უმეტესწილად, ფეხბურთელების იჯარის წესით დამატებაზე და ტრავმიანობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნავენ. თუმცა ამავე პერიოდს მოულოდნელი ტრანსფერებიც ახასიათებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია. მაგალითისთვის, კოუტინიოს ტრანსფერი გავიხსენოთ, რომელმაც “ბარსელონას” უდიდესი ფინანსური ზიანი მიაყენა. მეორე მხრივ, ლუკა მოდრიჩის დამატებას ესპანური მედია “რეალის” შეცდომად განიხილავდა, თუმცა დრომ აჩვენა, თუ რაოდენ […]
პიერ-ემერიკ ობამეიანგი 4-5 კვირას გამოტოვებს
Athletic-ის ცნობით, გაბონელ ფორვარდს ყბა აქვს მოტეხილი. დიდი ალბათობით, ობამეიანგს ოპერაცია დასჭირდება და ამის გამო, 4-5 კვირა ვეღარ ითამაშებს. პიერ-ემერიკს დაზიანება შეიარაღებულმა მძარცველებმა მიაყენეს, რომლებმაც ფეხბურთელი სცემეს და მისი სახლიდან ძვირფასეულობაც წაიღეს. ბოროტმოქმედებმა თავდამსხმელს სახის არეში რკინის მძიმე საგანი ჩაარტყეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეუღლესაც მიაყენეს. როგორც ცნობილია, “ჩელსის” ძალიან სურს მისი დამატება და ეს […]
ობამეიანგს და მის მეუღლეს თავს შეიარაღებული მძარცველები დაეხსნენ
ესპანური გამოცემის El Pais-ის თანახმად, “ბარსელონას” ფეხბურთელს პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ოთხი შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მძარცველები ფეხბურთელის მეუღლესაც დაემუქრნენ. სახლში შეჭრილებმა სეიფის გაღება ვერ მოასწრეს, თუმცა, რამდენიმე ძვირფასი ნივთის წაღება მოახერხეს. როგორც მოწმეები ამბობენ, ბოროტმოქმედებმა შემთხვევის ადგილი თეთრი Audi A3-ით დატოვეს. ობამეიანგმა და მისმა მეუღლემ მაშინვე განაცხადეს პოლიციაში ძარცვის შესახებ და გამოძიებაც უკვე […]
ობამეიანგის გოლი სოსიედადის კარში | VIDEO
ობამეიანგმა ვალენსიას დუბლი შეუსრულა | VIDEO
პიერ-ემერიკ ობამეიანგის სადებიუტო გოლი ბარსელონას შემადგენლობაში | VIDEO
“პრობლემა ჩემში არ ყოფილა” – მიკელ არტეტამ ობამეიანგს უპასუხა
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ გაბონელი თავდამსხმელის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც იგი “მეთოფეების” დატოვების მთავარ მიზეზად ესპანელ სპეციალისტთან კონფლიქტს ასახელებდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. “უაღრესად მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ობამ გააკეთა “არსენალისთვის” და მისი წვლილის გამო. ის, რასაც მე ვფიქრობ, ჩემს როლზე ამ ურთიერთობაში, იყო გამოსავალი […]
ობამეიანგი, იოზილი და სხვები – რა თანხა გაანიავა არსენალმა უფასო ტრანსფერებით?
სულ რამდენიმე ხნის წინ დადასტურდა რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ევროპულ მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ცნობა ოფიციალურად კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა ლონდონის “არსენალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. არადა, ოთხი წლის წინ აფრიკელი ფეხბურთელი “მეთოფეებს” თავიანთ ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხის, 65 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ შეუერთდა. ოფიციალურად: ობამეიანგი ბარსელონას […]
ოფიციალურად: ობამეიანგი ბარსელონას ფეხბურთელი გახდა
გავრცელებული ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა – პიერ-ემერიკ ობამეიანგი კატალონიური გრანდის ფეხბურთელი გახდა. გაბონელმა თავდამსხმელმა ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. It’s @Auba time 😎 pic.twitter.com/B8eHCnOzYZ — FC Barcelona (@FCBarcelona) February 2, 2022 მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაფრომდა, რომელიც 2023 წლის 30 ივნისიდან ფეხბურთელის წასვლაზე დათანხმების მუხლს ითვალისწინებს და […]
ობამეიანგმა არსენალი დატოვა – ბარსელონა ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “არსენალი დატოვა. ლონდონური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობამეიანგმა “არსენალი” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. “მეთოფეებმა” ობამეიანგს მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს – ლონდონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 163 შეხვედრაში, გაბონელმა შემტევმა 92 გოლის გატანა შეძლო, თუმცა დისციპლინარული სასჯელი გამო, ობამეიანგს გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. “ტიტულების მოპოვების შანსი და ამ კლუბის კაპიტნის […]
ტრანსფერი ჩაიშალა – ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება
ბარსელონაში ჩასული პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება – გაბონელი თავდამსხმელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბში ჩაიშალა. მხარეებმა ხელფასის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს – ცნობილია, რომ ობამეიანგის დასარეგისტრირებლად, “ბარსელონას” უსმან დემბელეს გუნდიდან გაშვება სჭირდებოდა. საბოლოოდ, ფრანგმა ვინგერმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი კლუბი ვერ ნახა. გეტყვით, რომ “არსენალის” ფეხბურთელის დამატებას “ბარსელონა” 6-თვიანი იჯარით ცდილობდა. თავდაპირველად, დაიწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, […]