“ბრძოლამდე ორი კვირით ადრე ხელი დავიზიანე” – მერაბ დვალიშვილი
როგორც უკვე ვიცით, მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და UFC-ში მე-9 გამარჯვება მოიპოვა. იანის დამარცხებით, მერაბმა პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და საჩემპიონო ბრძოლას უფრო მიუახლოვდა. აღნიშნული ბრძოლის მზადებისას ქართველი “მანქანა” სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნდებდა ვიდეოებს. ალჯამაინ სტერლინგის პოდკასტში ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლამდე მცირე ტრავმაც მიიღო. როგორც აღმოჩნდა ეს ტრავმა მცირე ნამდვილად არ ყოფილა. ამაზე მერაბის […]
ONE Championship-ის ჩემპიონმა ანატოლი მალიხინმა განმარტა, თუ რატომ არ გადაუხადა მერაბ დვალიშვილს კუთვნილი თანხა, რომელიც ორმოცდაათი ათასი დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მერაბმა და ანატოლიმ სანაძლეო იანისა და ალჯოს ბრძოლის წინ დადეს. დვალიშვილი, რა თქმა უნდა სტერლინგის გამარჯვებისკენ იხრებოდა, მალიხინი კი, ფიქრობდა რომ იანი მოიგებდა. საბოლოოდ გამარჯვება ალჯამაინ სტერლინგს დარჩა და სანაძლეოც მერაბმა მოიგო. აღნიშნული დაპირისპირების […]
“გადაადგილება და დარტყმა არ შემეძლო” – პიოტრ იანი
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა – მერაბ დვალიშვილმა, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა. ბრძოლა დვალიშვილის დომინირებით წარიმართა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში, მერაბ დვალიშვილმა ძლევამოსილი მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრა, UFC-ის ორი რეკორდი დაამყარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი ხუთივე რაუნდში დაამარცხა | VIDEO მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის […]
“ბრძოლამდე ის ნულს მეძახდა, ვინ არის ახლა ნული?!” – მერაბ დვალიშვილი
პიოტრ იანის ბრწყინვალე სტილში დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “დიდხანს ვემზადებოდი და ჩემი გამოსვლა არ გამკვირვებია, დამატებითი მოტივაცია მქონდა – მე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. მარცხის არ მეშინია, მაგრამ აქ რომ წამეგო თავს მოვიკლავდი. იმედია ეს მარცხი მას დააფიქრებს და ეცდება რომ სხვებს პატივი სცეს, იდეალური არავინაა, და ერთმანეთი უნდა დავაფასოთ. […]
“მინდა ჩემი ხალხისთვის გავიმარჯვო” – მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილისა და რუსი პიოტრ იანის დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება. პრინციპული ბრძოლის წინ, დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრძოლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. “ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. უამრავი მიზეზი მაქვს – ეს ჩემთვის პირადულიცაა. იანი რუსეთიდანაა, მე კი საქართველოდან. ყველამ ვიცით, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს და ასევე რა გააკეთა საქართველოში. მინდა […]
ქართული MMA-ის იტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება და დაძაბულობაც უფრო იმატებს. მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მერაბი პირველი ქართველი გახდეს, ვინც საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს. აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დვალიშვილმა მისი ახლო მეგობრისა და მსუბუქი წონის ჩემპიონ ალჯამეინ სტერლინგის პოდკასტში ისაუბრა: “სულ ახლახანს დავასრულე ალჯოს ფარეხში ვარჯიში. არ დავმალავ […]
ალჯამეინ სტერლინგი: “მერაბი 12 მარტისთვის მზად არის, ამას მსოფლიო ნახავს”
მერაბ დვალიშვილი UFC-ში არსპარეზობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. ქართველი პიოტრ იანს დაუპირისპირდება, რომელიც დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. შეხვედრისთვის მზადების პერიოდმა აქტიურ ფაზაში გადაინაცვალა. “მანქანა” ტრადიციულად ალჯამეინ სტერლიგნთან ერთად ვარჯიშობს და შეკრებას ლას ვეგასში მასთან ერთად გადის. დვალიშვილის ახლო მეგობარი და მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი თვლის, რომ მერაბი ამ ბრძოლას კარგ ფორმაში ხვდება. “ვცდილობდი […]
“პიოტრ იანზე მონადირეები” | მერაბი და ალჯო შონ ო’მალის შეხვდნენ | VIDEO
მერაბ დვალიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი შონ ო’მალის შეხვდნენ. მებრძოლებმა საკმაოდ თბილად ისაუბრეს და ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ. მერაბმა კი, ეს ყველაფერი საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა. დვალიშვილმა ვიდეოს აღწერაში საინტერესო ტექსტი მიუთითა: “პიოტრ იანზე მონადირეები.” შეგახსენებთ, რომ ო’მალისაც და სტერლინგსაც იანის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აქვთ ჩატარებული და რუსი ორივე მებრძოლს დამარცხებული ჰყავს. რაც შეეხება მერაბს, […]
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა და დვალიშვილის ახლო მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა იანისა და მერაბის დაპირისპირებაზე ისაუბრა. იამაიკელი დარწმუნებულია, რომ ქართველი ოქტაგონს გამარჯვებული დატოვებს. “იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ წესები არ იცის. როცა მერაბი პიოტრ იანს დაამარცხებს ჩვენ პირველი და მეორე ვიქნებით. მერაბმა ბრძოლისას მეტოქეზე ზეწოლა არ უნდა შეწყვიტოს და კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს, რადგან იანი სახიფათო მებრძოლია. […]
“ჩემთვის დვალიშვილი ფავორიტია” | იანის გამარჯვების რუსებსაც არ სჯერათ
ACA-ს ვიცე-პრეზიდენტი ასლანბეკ ბადაევი მიიჩნევს, რომ იანისთვის დვალიშვილი სახიფათო მეტოქეა. “აღნიშნული ბრძოლა პიოტრისთვის ძალიან რთულია, რადგან მერაბს კარგი მოგებების სერია აქვს. მისთვის ახლა ვინმე ადვილი მეტოქე უკეთესი იქნებოდა. მერაბი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, საკმაოდ ათლეტურია და ბრძოლის მის სასიკეთოდ წარმართვა შეუძლია. რა თქმა უნდა, დარტყმის ძალა იანის მხარეს იქნება. მან მერაბს არ უნდა მისცეს საშუალება, რომ […]
UFC Vegas 71 – დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ დვალიშვილი რუს მებრძოლს – პიოტრ იანს დაუპირისპირდება. ქართველი და რუსი მებრძოლების დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება. MMA JUNKIE-სთან საუბარში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან გასამართი ბრძოლა დაადასტურა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ბრძოლის გაოფიციალურებამდე მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ UFC-ის ეგიდით გამართული 10 ბრძოლიდან, დვალიშვილმა 8 […]
“მოდი ვიბრძოლოთ, მე ყოველთვის მზად ვარ” – დვალიშვილი იანთან ბრძოლაზე თანახმაა
რუსმა UFC-ის მებრძოლმა პიოტრ იანმა საკუთარ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის შესაძლო მომავალ მეტოქეებს ვხედავთ. სიაში მერაბ დვალიშვილიცაა, რომელიც სასურველ მეტოქეებში მეორე ადგილს იკავებს. დავლიშვილმა პასუხი არ დააყოვნა და იმავე პოსტის კომენტარებში უპასუხა რუსს. “მოდი ვიბრძოლოთ, მე ყოველთვის მზად ვარ” Посмотреть эту публикацию в Instagram Публикация от Gorilla Fighting Energy | MMA (@gorillafighting) ერთ-ერთმა […]