გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. 34 წლის ფეხბურთელი პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონის წარმომადგენელ კლუბ, “პოდბერკიძიეში” ითამაშებს. “დინამო თბილისის” აღზრდილმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. მერებაშვილი, რომელსაც კარიერის განმავლობაში სერბულ “ვოივოდინაში“, ბერძნულ “ოფში”, “ლევადიაკოსში” და “ვერიაში” უთამაშია, 2016-21 წლებში პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელ ვისლას “პლოცკში” გამოდიოდა და ამ კლუბის […]
მერებაშვილის საგოლე გადაცემა პოლონეთში (ვიდეო)
გიორგი მერებაშვილი: “აზიაში არ წავედი, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი მთავარი ოცნებაა”
რამდენიმე დღის წინ, გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდში მოხვდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ერთადერთი ლეგიონერია ამ თერთმეტეულში და საუკეთესო მეგოლე კლუბის უცხოელ მოთამაშეთა შორის. 33 წლის ფეხბურთელი ექსტრაკლასაში მეოთხე სეზონს ატარებს. ქართველმა ფეხბურთელმა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის, საკუთარი სათამაშო ფორმის და სამომავლო გეგმების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კორონავირუსმა ყველას ყოველდღიურობა შეცვალა. როგორ შეგეხო […]
მერებაშვილი ვისლას 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდში მოხვდა
გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” 21-ე საუკუნის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გუნდის გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში აირჩიეს. რამდენიმე დღის წინ დასრულებულ გამოკითხვაში, მერებაშვილი ლეგიონერების საუკეთესო გუნდშიც მოხვდა. 33 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და 116 ჩატარებულ შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით მერებაშვილი ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.
მერებაშვილი ვისლას ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
პლოცკის “ვისლას” გულშემატკივრებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერებისგან თერთმეტეული შეადგინეს. პოლონური კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების შემტები ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილიც მოხვდა. 33 წლის ქართველი ფეხბურთელი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და მას მერე 116 შეხვედრაში 21 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მერებაშვილი ამ შედეგით კლუბის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი მეგოლეა. შეჩერებულ […]
მერებაშვილის საგოლე გადაცემა პოლონეთში (ვიდეო)
ვისლა ზაგლებიესთან მატჩის აფიშას ქართულ ენაზე აქვეყნებს
კვირას, 23 თებერვალს, გიორგი მერებაშვილის “ვისლა” საკუთარ მოედანზე “ზაგლებიეს” დაუპირისპირდება. პლოცკის გუნდის ოფიციალურმა გვერდმა აღნიშნული მატჩის აფიშა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. “ვისლა” ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. “ვისლა” პოლონეთის ექტრაკლასას 22 ტურის შემდეგ მოპოვებული 31 ქულით მე-8 ადგილზეა.
მერებაშვილმა პლოცკის ვისლასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. 33 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში სულ მცირე 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ქართველს ექსტრაკლასას ბინადარ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულში უმთავრდევოდა. არსებობდა ვარაუდი, რომ მერებაშვილი პოლონეთს დატოვებდა და “დინამო ბათუმში” გადაბარგდებოდა, თუმცა სამშობლოში ფეხბურთელი სულ მცირე 2021 წლამდე არ დაბრუნდება. “დინამო თბილისის”, “ვოივოდინას”, კრეტას “ოფის”, […]
პოლონური გუნდის საახალწლო საჩუქარი გულშემატკივარს (ვიდეო)
პოლონურმა გუნდმა, პლოცკის “ვისლამ” სტაჟიან გულშემატკივარს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა. გუნდის ფეხბურთელები და, მათ შორის, “ვისლას” ქართველი ლეგიონერი, გიორგი მერებაშვილი ქომაგის სახლში, მისივე ოჯახის წევრების დახმარებით შევიდნენ და პოლონური კერძები მოამზადეს. პლოცკის გუნდის მოთამაშეებმა სახლში დაბრუნებულ გულშემატკივარს მაისურები და სხვადასხვა აქსესუარები გადასცეს. “კადრში არ ჩანს, მაგრამ მას სიხარულისგან თვალზე ცრემლი მოადგა. ჩვენ ყოველ ახალ წელს ვცდილობთ, […]
გიორგი მერებაშვილი თვის საუკეთესო გახდა
გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა პოლონური კლუბის შემადგენლობაში წინა თვეში 2 შეხვედრაში ითამაშა, 1 გოლის გატანა შეძლო და ორივე შემთხვევაში თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახდა. ბოლო სამი შეხვედრაა მერებაშვილი სრულად თამაშობს. 33 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ექსტრაკლასში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, მისი გუნდი […]